RSS

Monthly Archives: November 2013

Image

ლენტეხის ბაგა-ბაღს სასმელი წყლის მიწოდება შეუყდება

ლენტეხის ბაგა-ბაღს სასმელი წყლის მიწოდება შეუყდება

ლენტეხის მცხოვრებლები და ბაგა – ბაღის პედაგოგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. შენობა, რომელშიც ბაგა – ბაღია განთავსებული, წლებია, არ გარემონტებულა. დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა და სასმელი წყლის მიწოდების სისტემაც.იმასაც ამბობენ რომ წყალი უნდა შეგვიწყდეს რათა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს .ბაღში ბავშვები წყლის გარეშე ვერ გაჩერდებიან, „ეს შენობა დიდი ხანია არ გარემონტებულა, მხოლოდ წინა წელს ბაღის ეზოში დადგეს ახალი ინვენტარი და შეალამაზეს. ბავშვებს ისევ კომუნისტების დროინდელ საწოლებში ვაძინებთ. არ გვაქვს სათამაშოები, რათა ბავშვებმა თამაში შეძლონ. წინა წელს ბაღის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ის თანხა გზების რეაბილიტაციას მოახმარეს. ჩვენ კი ასე დავრჩით“, – აცხადებს ბაგა – ბაღის დირექტორი იზა ონიანი. ლენტეხის გამგებლის- მურმან მუკბანიანის განმარტებით კი, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი ჯერ მზად არ არის, გაურკვეველია, გამოიყოფა თუ არა ბაღის სარემონტო თანხები.

 

Tags:

Image

პ.ს. 1 ამ კლინიკას ყველა სხვა “უნიკალობასთან” ერთად, ერთი მეტად “საინტერესო” აბრა აქვს დამონტაჟებული: “ფასიანი პაციენტები მიიღებიან ურიგოდ”

პ.ს. 1 ამ კლინიკას ყველა სხვა “უნიკალობასთან” ერთად, ერთი მეტად “საინტერესო” აბრა აქვს დამონტაჟებული: “ფასიანი პაციენტები მიიღებიან ურიგოდ”

ავტორი დავით ცხვარაძე .

პროლოგის გარეშე დავიწყოთ, რადგანაც ეს თემა, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების საარჩევნო თემად ითვლება და ლამაზ შესავალსაც არავინ წაიკითხავს, პირდაპირ საქმიან აბზაცზე გადავა;

არის თუ არა მზად სადაზღვევო ორგანიზაციები ან ის კლინიკები, რომლებიც იღებენ თავის თავზე ჯანმრთელობის დაცვას? იმის ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონებში თითქმის გაუქმდა საავადმყოფოები და რაიონული ცენტრების მცირე კლინიკების დონეზე დავიდა, ხოლო თბილისის რაიონებში პოლიკლინიკების უმრავლესობა „ოპტიმიზაციამ“ შეიწირა და კიდევ უფრო შემცირდა.

ამ ფონზე სადაზღვევო კომპანიების დაინტერესება არსებული კლინიკების ბაზაზე ეწარმოებინათ კომუნიკაცია და მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები იმით დაკმაყოფილებულიყვნენ, რასაც შესთავაზებდნენ.

საზოგადოებაში ბევრ რამეს უჩივიან, მათ შორის გარდა ამ ძალიან სიმბოლური სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტებისა, რომლის შინაარსიც დიდად არაა ორიენტირებული მიზნობრივ ჯგუფში მყოფი პაციენტების საჭიროებისა, თავად კლინიკების მზაობა, მენეჯმენტიცა და ზოგან სპეციალისტთა კვალიფიკაციაც ასევე ვერ უმკლავდება ელემენტარულ სტანდარტებს (უხერხულია აქ სიტყვა ევროპული სტანდარტი ვახსენოთ).ისევე, როგორც სხვა პენსიონერები, ჩემი მშობლებიც დაზღვეულები არიან სახელმწიფო პროგრამით და მივლინებულები არიან კლინიკა “ულტრამედში”… ცოტა ხნის წინ ძველი პრემიერი ივანიშვილიც სტუმრობდა თურმე კლინიკას და „აღფრთოვანებულიც“ დარჩენილა.ჩვენი კლინიკა „ულტრამედი“ ერთი პატარა კლინიკაა, რომელშიც ექიმებს კაბინეტებიც კი არ ჰყოფნით, ერთმანეთს ელოდებიან და რომელიმე გათავისუფლებულ სამუშაო მაგიდასთან რომელი ექიმიც მიასწრებს, იმისია ოთახიც დაკარგვამდე, მახსოვს, ბავშვობაში ბაღში ერთ მაგიდას დგამდნენ ისეთს, რომ ფაფა არ იდო და თავს ვიკლავდით ყველა, როგორმე ამ მაგიდასთან მოვხვედრილიყავით, ჰოდა, ამ კლინიკაშიც, მაგალითად, ერთ დღეს ჩვენც, პაციენტები და კარდიოლოგი ერთად ველოდით ოკულისტს, რომ ოთახი გაენთავისუფლებინა და კარდიოლოგს პაციენტი მიეღო. არ გაგიკვირდეთ, ოკულისტს და კარდიოლოგს ერთ კაბინეტში რა უნდაო, მაგრამ თანამედროვე საქართველო რას აღარ მოიფიქრებს უნიკალურსა და სრულიად არა მსგავსს სხვებთან.გარდა იმისა, რომ კლინიკა არის თითქმის აბსოლუტურად მოუწყობელი სპეციალისტების არსებობის კუთხით, მნახველს მხოლოდ აკვარიუმი და სავარძელი თუ მოეწონება. საეჭვო კვალიფიკაციის სპეციალისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლინიკის მენეჯმენტის წარმართვაზე რომ აქვთ ამბიცია, კლინიკას მრავალი ელემენტარული ტექნიკური საკითხიც კი საოცნებო აქვს. მაგალითად, „ულტრამედს“ მრავალი აუცილებელი კაბინეტი ოთახის დონეზეც კი აკლია და სხვაგან გაგზავნისაგანაც ოჯახის ექიმი იძულებული (ცხადია კლინიკასთან „შეთანხმებით“) ხდება მაქსიმალურად აირიდოს თავი. მაგალითად, ბოლო თვენახევრის განმავლობაში ერთ-ერთ პაციენტს კიდევ უფრო გაურთულდა ხერხემალზე მდგომარეობა და შეიძლება ითქვას, ვერაფით მოახერხა ისეთი ელემენტარული მომსახურება მიეღო, როგორიცაა რენტგენზე გამოსაკვლევად გაგზავნა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამ კლინიკაში არც ისეთი ელემენტარული რამ არის, როგორიც რენტგენის კაბინეტია, ხოლო სხვაგან გადაგზავნაზე ათას რამეს მიზეზობენ და ა.შ. ამგვარი საკითხები ბევრი შემიძლია მოვიძიოთ.ამასაც რომ თავი დავანებოთ, კლინიკა, რბილად რომ ვთქვათ „ზანტია“ და მაქსიმალურად წელავენ პროცესებს, ერთ დღეს რომ შეეხმიანები, რამდენიმე კვირის შემდეგ გწერენ ოჯახის ექიმთან, ის ჯერ ერთ კვლევას თუ მოინდომებს და გადაგამისამართებს; აღმოჩნდა, რომ მსგავს საკითხებზე სხვა ოჯახის ექიმები არაერთ სხვა კლინიკაში, კომპლექსურად ნიშნავენ კვლევებს და ერთ დღეში ან 2-3 დღეში პირველადი კვლევები დასრულებულიცაა და პირველადი დიაგნოზიც კეთდება; კლინიკაში კი ამ ვიზიტის შემდეგ კვლევის ჩატარებას რამდენიმე კვირა უნდა მოლოდინი, პასუხის მიღების შემდეგ კი კვლავ ოჯახის ექიმთან უნდა ჩაეწერო და მისი ნახვის მოლოდინი ისევ რამდენიმე კვირა მიმდინარეობს. თუ გაგიმართლათ და ოჯახის ექიმმა მომენტალურად რაიმე ზედაპირული დიანოზი არ დასვა თქვენი თავიდან მოშორების მიზნით, და ინება კიდევ სხვა კვლევის დანიშვნა, ამის რიგში დგომაში ისევ რამდენიმე კვირა უნდა მოლოდინი და ა.შ. ერთი სიტყვით, ერთდღიან პროცედურა თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს..თუ მოხდა საოცრება და ექიმმა ისეთი წამალი დაგინიშნათ, რომელსაც სადაზღვევო გარკვეულწილად ანაზღაურებს, მაშინ დამატებით უნდა მიხვიდეთ კიდევ რომელიღაც სხვა კლინიკაში, სადაც რამდენიმე ამგვარი პროვაიდერი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტები მიდიან, შემდეგ, როგორც პაციენტები ყვებიან, იქ კიდევ ცალკე ბიუროკრატიულ სისტემას უნდა გაუძლოთ და როდესმე ალბათ შეძლებთ წამლების შეძენას, თუმცა აქაც უნდა გაგიცრუოთ იმედები და გეტყვით, რომ ოჯახის ექიმი ძალიან შეზღუდულია პრეპარატების დანიშვნაში, აქვს მხოლოდ კონკრეტული სია და ან იქიდან უნდა ამოვიდეს ან უბრალოდ, ადამიანურად გირჩიოთ და გითხრათ, თქვენით იყიდეთ თქვენივე ხარჯითო; არც ესაა მხოლოდ საკმარისი, წამლები ინიშნება მხოლოდ 2 კვირის მარაგით; მრავალი პენსიონერი ქრონიკული დაავადების მქონეა და ახლა წარმოიდგინეთ მხოლოდ 50%-იანი შეღავათი მხოლოდ შერჩეულ მედიკამენტებზე, მხოლოდ 2 კვირის მარაგით, რა ზრუნვა და სერვისია პაციენტის მიმართ.

შევიცოდებ სათქმელს და აღარაფერს ვიტყვი ბენეფიციარებთან ურთიერთობის წესზე, მომსახურების სტანდარტზე და ა.შ. მსგავსი რამ ამ კლინიკისთვის საერთოდაც უცხოა და მსგავს საკითხებზე საუბარი ფრიად არაკონტექსტუალური გახდება.

კიდევ ბევრი კრიტიკული მონაცემი შემიძლია დავდო ამ კლინიკაზე, მაგრამ შორს წავალთ. თქვენს ნერვებსაც გავუფრთხილდები, ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა ამოიცნო თავისი გასაჭირი ამ ერთიოდე შემთხვევის წინ წამოწევითაც. საერთო ჯამში, ექიმიცა და პაციენტიც, თავის მხრივ, ჯანდაცვის უხარისხო სისტემისა და ამგვარი კლინიკების უნიჭო მენეჯმენტის მსხვერპლია.ამგვარ „მზაობაში“ შეხვდა საარჩევნოდ გამოტანილ საკითხს, ჯანდაცვის განვითარებას ქართული სადაზღვევო სივრცე და საქართველოს კლინიკების სრული უმრავლესობა. მხოლოდ პენდიონერები, სტუდენტები და სკოლამდელი ბავშვები არ ეყო და ახალი ხელისუფლება მთელი ქვეყნის დაზღვევას აპირებს, თუმცა რა რესურსებით და რა მეთოდებით აპირებს ამ ყველაფრის მართვას ამ პოპულისტური განცხადებების პარალელურად, ამის შესახებ არც ბოლო მოვლენების კმაყოფილებით ხიბლში შესული საზოგადოება ინტერესდება და არც თავად სახელმწიფოს მენეჯმენტი.

პ.ს. 1 ამ კლინიკას ყველა სხვა “უნიკალობასთან” ერთად, ერთი მეტად “საინტერესო” აბრა აქვს დამონტაჟებული: “ფასიანი პაციენტები მიიღებიან ურიგოდ”… ჩანს, კლინიკას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოქალაქეები “უფასოები” ანუ არაყურადღებამისაქცევები არიან, იქნებ, მათთვის ამ პაციენტების სიცოცხლეც არაა მნიშვნელოვანი, რადგან “უფასოები” და “უპატრონოები” არიან…

პ.ს. 2 ამ კლინიკის არაკვალიფიციურობა პირადად გადავიარე, მათ რამდენიმე წლის წინ კინაღამ ჩემი მეუღლის სიცოცხლე შეიწირეს თავიანთი არაკვალიფიციურობის მიზეზით. მე სასამართლოსთვის არ მიმიმართავს, თუმცა, მორალურად, ბოდიშიც კი დღემდე არ მოუხდიათ

 

Tags: ,

Image

სოფლები დიცი და დვანი მოსახლეობის ბევრმა ნაწილმა უკვე დატოვა

სოფლები დიცი და დვანი მოსახლეობის ბევრმა ნაწილმა უკვე დატოვა

ავტორი დავით ცხვარაძე .

ოკუპირებულ საღვართან მდებარე სოფელ დიცსს და დვანს მოსახლეობის ნაწილი ტოვებს. როგორც “მოამბეს-” სოფლის მაცხოვრებლებმა აცნობეს, მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა, საოკუპაციო ზოლი 300 მეტრით გადმოწიეს სოფლებში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. გატაცების შიშით, გადაადგილება ეშინიათ ახალგარზდებს და ბავშვებს.“იტაცებენ ახალგაზრდებს და ბავშვებს, ამიტომ სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა”–აცხადებენ დვანელები. მოსახლეობის ინფორმაციით გუშინ და დღეს დილიდან, სოფელი რამდენიმე ოჯახმა, მათ შორის ქალებმა და ბავშვებმა დატოვეს.დვანი დატოვეს იმ ოჯახებმა, რომელთა სახლებიც გავლებულ ე.წ საღზვარში მოჰყვა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა დატოვა სოფელი დიციც. ისინი თვლიან, რომ დაცულები არ არიან.

“გვეშინია გახშირებული გატაცებების, რუსებს არ ერიდებათ არაფრის კეთება, ჩვენ კი საკუთარ სახლებში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ”–ამბობენ დიცელები.ორივე სოფლს ძირითადად ქალები და ბავშვები ტოვებენ. ისინი მოამბესთან საუბარში ამბობენ, რომ ვითარების დარეგულირებამდე სხვადასხვა ქალაქში ნათესავებთან იქნებიან ,

 

Tags:

Image

დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა

დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა

ავტორი დავით ცხვარაძე .

როგორც მოამბისთვის ხდება ცნობილი.-სოფელ დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ზოლთან და სამუშაობი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი სახლებიდან მათი პირადი ნივთების და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრილი ბაღებიდან მოსავლის გასატანად დამატებით დროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანის მოსახლეობის ნაწილს, მათ, ვისი სახლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა მოხვდა, საცხოვრებლების სრულად დაცლის და ტერიტორიის დატოვების ვადა გუშინ საღამოს 23:00 საათზე ამოეწურათ.

 

Tags:

Image

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება ” 4 წლის მარიამს დახმარება სჭირდება

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება '' 4 წლის მარიამს დახმარება სჭირდება

მოამბე —

ყველამ ერთად ვილოცოდ! გთხოვთ დააზიარეთ! არა იმიტომ რომ გვერდს სჭირდება არამედ იმისთვის,რომ ყველამ ნახოს!

 

Tags:

Image

გამოფენა “არჩევნები – ერის შემოქმედი” ქუთაისში

მოამბე —30 ნოემბერს 14:00 საათზე, დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნება გამოფენა ”არჩევნები – ერის შემოქმედი”. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით მომზადებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პლაკატები, პრესა, ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც 1918-დან 2008 წლამდე ჩატარებული არჩევნების ისტორიას ასახავს.

გამოფენა ”არჩევნები – ერის შემოქმედი” ქუთაისში დარჩება 30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით. ქუთაისში გამოფენის გამართვის მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური.

 

Tags:

Image

კრიმინალურ პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

კრიმინალურ პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ავტორი დავით ცხვარაძე .

კრიმინალური პოლიციის უფროსი დავით ბედია სამსაუხრიდან გაათავისუფლეს. როგორც მოამბეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ბედია გადაყვანილია აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

კრიმინალური პოლიციის უფროსად კი იმერეთის პოლიციის უფროსი ზურა გამეზარდაშვილი დაინიშნა. ხოლო მის ადგილს მისი პირველი მოადგილე ზაზა ჩუბინიძე დაიკავებს.

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა ეს საკადრო გადაადგილებაა და არაფერ სხვა ფაქტთან არ არის კავშირში.

შეგახსენებთ, რომ დავით ბედია შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის, ალეკო ტაბატაძის კადრი და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი კორუფციის გამო გაქცეული სოსო ალავიძის ნათესავია.

 

Tags:

Image

საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

ავტორი დავით ცხვარაძე .

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ოფისის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული სამსახურების საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი, პირდაპირი კონტაქტების დამყარება და განვითარება და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები რეფორმების და განვითარების სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სასაზღვრო პოლიციის და სსიპ საქართველოს შსს აკადემიის წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურა, დანაშაულებრივი ტენდენციები, მდგომარეობა ორგანიზებული დანაშაულის კუთხით და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის პრევენციული ზომები.
საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი 29 ნოემბერს დასრულდება.

 

Tags:

Image

საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

ავტორი დავით ცხვარაძე .

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ოფისის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული სამსახურების საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი, პირდაპირი კონტაქტების დამყარება და განვითარება და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები რეფორმების და განვითარების სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სასაზღვრო პოლიციის და სსიპ საქართველოს შსს აკადემიის წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურა, დანაშაულებრივი ტენდენციები, მდგომარეობა ორგანიზებული დანაშაულის კუთხით და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის პრევენციული ზომები.
საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი 29 ნოემბერს დასრულდება.

 

Tags:

Image

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუშაობის ერთი წლის ანგარიში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუშაობის ერთი წლის ანგარიში

ავტორი დავით ცხვარაძე .

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და ქვეყნის ყველა რეგიონის საპატრულო პოლიციის სამმართველოების უფროსები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მინისტრს დეტალურად გააცნო განხორციელებული რეფორმების და რებრენდინგის შედეგები.

საპატრულო პოლიციის შემადგენლობის და ტექნიკური საშუალებების სწრაფი და ეფექტური მართვის მიზნით, რებრენდინგის პირველ ეტაპზე ცალკეულ დანაყოფებად ჩამოყალიბდა მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის ერთეულები, შემდგომ ეტაპად განსაზღვრულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს ჩამოყალიბება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებისა და რებრენდინგის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა საპატრულო პოლიციისფორმა, რომელიც უფრო დახვეწილი, პრაქტიკული, თანამედროვე და ხარისხიანი გახდა. პატრულ-ინსპექტორის ახალი ფორმა აღიჭურვა ისეთითანამედროვესპეციალური საშუალებებით როგორებიცაა:სამხრევიდეოკამერები (რომელიც მოქალაქისა და პატრულ-ინსპექტორის ურთიერთობის სამართლიანი შეფასებისთვისა და ორივე მხარის უფლებების ეფექტური დაცვისათვისაა შემოღებული), ალკოტესტები(პრომილესმზომიფუნქციით). ახალ ალკოტესტს ასევე აქვს ბეჭდვის ფუნქცია, რაც საშუალებას აძლევს როგორც პატრულ-ინსპექტორს, ისე მოქალაქეს, ადგილზე გაეცნოს თუ კონკრეტულად რა ოდენობის ალკოჰოლის შემცველობაა ორგანიზმში. აღსანიშნავია, რომ ახალი ალკოტესტების გამოყენების შედეგად საგრძნობლად იკლო მოქალაქეთა მხრიდან საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ფაქტებმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 304 ახალი მოდელის ავტომანქანით განახლდა, მათ შორის: 287 – ,,შკოდა ოქტავია“, რომელიც სრულად პასუხობს პოლიციის ავტომანქანისთვის არსებულ სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით, მათ შორის, ბორტკომპიუტერითა და ვიდეორეგისტრატორით, რომელიც ახორციელებს საგზაო მოძრაობის მუდმივ კონტროლს, ხოლო ჩანაწერი ხელმისაწვდომია როგორც პოლიციელისთვის, ისე მოქალაქისთვის; 6 ,,ტოიოტა ჰაილუქსი“, რომელიც გამოიყენება რთული რელიეფის მქონე ადგილებში პატრულირებისას; აჭარის რეგიონში: 7 ,,მინი კუპერი“, რომელიც ბათუმის ვიწრო ქუჩებში პატრულირებისას განსაკუთრებით საკურორტო სეზონის დროს გამოიყენება; 4 ელექტრომობილი, რომელიც გათვალისწინებულია სანაპირო ზონის პატრულირებისთვის და 1 საზღვაო კატარღა, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკევთში მზად არის განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები საკურორტო ზონის აკვატორიაში.

თბილისში პიკის საათებში ქალაქის ქუჩებში მოძრაობის ეფექტურად დარეგულირებისა და ქუჩების საცობებისაგან განტვირთვის მიზნით საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს შემადგენლობას დაემატა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10 მოტოეკიპაჟი.

ქვეყანაში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად გამოვლინდა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი, სიჩქარის გადაჭარბებისა და მანევრირების წესების დარღვევის მაღალი რისკის მონაკვეთები, რის საფუძველზეც ამ მონაკვეთებზე მიმდინარეობს სიჩქარის მზომი რადარების განსათავსება და მათი შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია სიჩქარის მზომი 46 რადარი: თბილისში –17; აჭარაში – 11; გურიაში 5; ავტომაგისტრალებზე – 13. ამ სისტემის გამოყენებამდე თბილისში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 65% ხდებოდა ეგრეთ წოდებულ შავ წერტილებზე, ხოლო სიჩქარის მზომი რადარების განთავსების შემდეგ მოცემულ მონაკვეთებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 9%. ამასთანავე, თბილისში რადარების განთავსების ადგილებში ავტო-ავარიების შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევები 85%-ით, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 80%-ით შემცირდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემუშავებული განვითარების სტრატეგიის თანახმად, ქვეყნის ქალაქებსა და ავტომაგისტრალებზე სიჩქარის მზომი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დამონტაჟება გრძელდება.

სიახლეა ისიც, რომრადარებით დავიდეოკამერებითდაფიქსირებულისამართალდარღვევისასმძღოლს დაჯარიმებისშესახებინფორმაციამისდისესემესშეტყობინებითაც, ხოლოჯარიმისგადახდისთვისდადგენილივადისამოწურვამდე 5 დღითადრემოქალაქეკვლავიღებსგაფრთხილებასესემესშეტყობინებით.

საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონ-პროექტი, რომლის მიხედვითაც ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის ადმინისტრაციული სახდელის ზომის გამკაცრება. კერძოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი პირველივე ჯერზე მართვის უფლების 6 თვიანი შეჩერებით დაისჯება. ეს უკანასკნელი გამოწვეულია ნასვამი მძღოლების მიზეზით მომხდარი ფატალური შედეგებით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიმრავლით. კანონში შეტანილი ცვლილება 2014 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

 

Tags: