RSS

Category Archives: Uncategorized

Image

შოთა მურღულია “დავასუფთავოდ ჩვენი ქალაქი “


ავტორი: დავით ცხვარაძე

კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ქალაქში

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ფარგლებში ქუთაისში წყლის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა .ამჯერად აქციას ორგანიზება “მწვანეთა მოძრაობა,დედამიწის მეგობრების” დამფუძნებელმა თემურ კეპულაძემ გაუწია.
აქციას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკრიტაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში წერეთლის და ქელბაქიანის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

შოთა მურღულია – ,,ქალაქში ლამაზი ხედები და სკვერები გვაქვს,ამიტომ ყველამ უნდა ვეცადოთ დავასუფთავოდ და მოვუაროდ.აღნიშნულ აქციებს ხშირად ვატარებთ”

 

Tags:

Image

გახდი ქველმოქმედი! 18 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრში იმართება საქველმოქმედო კონცერტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საკეთილდღეოთ.

გახდი ქველმოქმედი! 18 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრში იმართება საქველმოქმედო კონცერტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საკეთილდღეოთ.

ავტორი დავით ცხვარაძე :

გახდი ქველმოქმედი!

18 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრში იმართება საქველმოქმედო კონცერტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საკეთილდღეოთ.
კონცერტში მონაწილეობენ:
ანანო მჟავია, მარიამ პავლიაშვილი, ნინი წიკლაური, თიკა მახალდიანი, გიორგი არჩვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, სალომე ბაკურაძე და სხვები.
მეგობრებო ნაცნობებო, ქუთაისში მოღვაწე ორგანიზაციის წარმომადგენლებო, საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლებო ახალგაზრდებო გთხოვთ მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიების სრულყოფაში განვიტვირთოთ და გავაკეთოთ კეთილი საქმე დავეხმაროთ ამ ბავშვებს რომელთაც მართლაც რომ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა.
მოიწვიეთ ტქვენი მეგობრები! ოპერა უნდა გავავსოთ და გავცეთ სითბო ამ ადამიანებისთვის
დასაწყისი: 19:00 საათზე
ბილეთის ფასი: 5 ლარი (სულ რაღაც)
გელოდებით! გველოდებიან!

 

Tags:

Image

გთხოვთ დავეხმაროთ ბენჯის!!

გთხოვთ დავეხმაროთ ბენჯის!!

ავტორი დავით ცხვარაძე :

გთხოვთ ყველას! ბენჯის ოჯახის სახელით! ვინც პოეტია, ან არაა პოეტი და ექნება იდეა ! სასწრაფოდ!!!!!!!!! ბენჯის ერთი დღე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში 1200 ლარი ჯდება. 15 000 ამოიწურა , ორშაბათს სასწრაფო ოპერაცია უნდა გაუკეთდეს რომელიც 10 000 ლარს აღემატება.

გთხოვთ დავეხმაროთ ბენჯის!!!!!!!!!!!!!

საბანკო რეკვიზიტები:

1974586_592843010799602_1852545170_n

 

Tags:

Image

გთხოვთ, დავუწეროთ ანანო ცერცვაძეს 5

გტხოვთ,  დავუწეროთ   ანანო  ცერცვაძეს   5

ავტორი დავით ცხვარაძე :

http://happyhop.ge/index.php?photo=1638

 

Tags: ,

Image

მოუხდის თუ თუ არა ბოდიშს პორტალ ” aianews.ge” მე 13 სკოლის ადმინისტრაციას

მოუხდის თუ   თუ არა ბოდიშს პორტალ

ავტორი დავით ცხვარაძე :

პორტალ “aianews”-ზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის #13-ე სკოლის მოსწავლეებს დაგვიანების გამო ადმინისტრაცია სხვადასხვა მეთოდით სჯის, ერთ-ერთი კი სკოლის გარე პერიმეტრის დალაგებაა.
სკოლის ადმინისტრაცია სტატიას გამოეხმაურა და პორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, დირექტორის მოადგილეს ჩვენი კორესპონდენტი, დავით ცხვარაძე ესაუბრა

ნატო სანდუხაძე (მე 13 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე)

“მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც ამ საგენტომ გაავრცელა ეს სიმართლე არ არის , მოვუწოდებ საიტის ადმინისტრაციას გადაუმოწმებელი მასალების გაშვებისგან თავი შეიკავოს , რადგან სტატიაში ნახსენებია, რომ ჟურნალისტმა სკოლაში შემთხვევით შეიარა და ინფორმაცია არ გადაუმოწმებია,ამას თავად საიტის ჟურნალისტი წერს, თუ ჟურნალისტია და პროფესიონლიზმთან გვაქვს საქმე, მაშინ უნდა გადაემოწმებინა ეს ამბავი.

“ბავშვები შაბათობის დღესთან დაკავშირებით სკოლის დირექტორთან და დამრიგებლებთან ერთად აკეთებდნენ სკოლისთვის სახეირო საქმეს.

“ეს არ შეიძლება , იქ მოსულმა ადამიანმა მითუმეტეს თუ ჟურნალისტია, ხომ უნდა შემოვიდეს და გაეცნოს პრობლემას , როგორც თქვენი ადმინისტრაცია დაინტერესდა მომხდარით, ამისათვის თქვენ და თქვენს ხელმძღვანელს, მთელ ადმინისტრაციას მადლობას გიხდით, რომ გადაამოწმეთ ინფორმაცია და არ დაწერეთ ისე, როგორც სხვამ ცალმხრივად და გადაუმოწმებლად დაწერა”

“დაგვლაპარაკებოდა საქვეყნოდ სკოლას თავს რომ ჭრის, ეს დასჯადია და ამას ჩვენ ასე არ დავტოვებთ, საპასუხო წერილს გადავუგზავნით”

“aianews”-ს ადმინისტრაცია პასუხს აგებს იმისთვის , რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა და მოვითხოვთ საიტის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადოს.”

ეს მოსწავლების დასჯა და დაშინება არ ყოფილა, ეს იყო მოსწავლეების დისციპლინა, რომ მიეჩვიონ, არ ჩაშალონ საგაკვეთილო პროცესი, გამოცხადდა შაბათობა ასე ვთქვათ და არამარტო მოსწავლე, არამედ კლასის ხელმძღვანელი, ასევე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც გვედგა გვერდით, მეც დირექტორის მოადგილე ვარ და გვერდით ვედექი ჩემ ბავშვებს ,ესენი იგივე ჩემი შვილები არიან, მე მოსწავლეებს არ ვარჩევ , რაც შეეხება იმას , რომ მე-13 სკოლის ბავშვებს ეშინიათ დაგვიანების , ეს ასე არ არის კი არ ეშინიათ რიდი აქვთ და დისციპლინა”.

მოსწავლის უფლებებს არავინ არღვევს, თუ მოსწავლე დაარღვევს საგაკვეთილო პროცესს, რაც ხშირად ხდება, მისი ქცევა ისჯება და არა მოსწავლე , ის ვალდებულია სკოლის საკეთილდღეოდ მოიქცეს და ამას არც უარყოფენ ჩემი მოსწავლეები.

სტატია ჩემი თვალით წავიკითხე და ძალიან არ მომეწონა, იმდენი მიღწევები გვაქვს და იმდენ კარგ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არცერთ ჟურნალისტს არ ახსენდება , მხოლოდ ერთი რამ და უცებ იფეთქებს ყველა , ჯერ უნდა გადაამოწმო ინფორმაცია და მერე დაწერო.

ჩვენ მივიღებთ ზომებს მომხდართან დაკავშირებით და პასუხს აგებს ცრუ ინფორმაცის გავრცელებაში ის ვინც დამნაშავეა “- აცხადებს ჩვენთან საუბრისას მე-13 სკოლის ადმინისტრაცია.

სკოლის ადმინისტრაციის ბრალდებებს პასუხობს სტატიის ავტორი ლელა თოლორდავა:

“რას მეუბნებით, ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი, მოსწავლეების უფლებების დარღვევისთვის და ჩემგან ელოდებიან?, საკუთარ თავს კითხოს ქალბატონმა ნატომ , არის თუ არა ეს სიმართლე და მერე დაგვიანებულ მოსწავლეებს ,არ ეშინია კამერების ჩანაწერების გაშიფვრა რომ მოვითხოვო?!
თუ ავტონომია ჰგონიათ რუსული სკოლა?!
მე კიდევ მსუბუქად დავწერე , წერილი რომელიც უფრო გაფრთხილებაა ,მათთვის
ასე რომ უმჯობესია, ხვალიდან სხვა სასჯელი მოიფიქრონ , თორემ ბოდიშიც აღარ უშველით”

 

Tags:

Image

მსახიობ ია ფარულავს ბედმა ისევ უმტყუნა

მსახიობ  ია ფარულავს  ბედმა ამჯერად კიდევ ერთხელ უმტყუნა .

ავტორი დავით ცხვარაძე :

გავრცელებული ინფორმაციით ია ფარულავა მისი მეუღლის ტარიელ სუარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება , ცნობილი ხდება, რომ ფარულავა და სუარი ერთმანეთს დაშორდნენ. ია ფარულავა მეგობრებს მისი მეუღლის, ტარიელის სუარის სოციალურ ქსელში მეგობრებიდან დაბლოკვას სთხოვს.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, ყველამ დაბლოკოთ ტარიელ სუარი მეგობრებიდან, დიდი ბოდიში ყველაფრისთვის და ზედმეტი ახსნა -განმარტება ამ მთხოვოთ …..საშინელი სურნელი დატრიალდება მალე და თავს მოუფრთხილდით”,- წერს ფარულავა.
გიტარისტმა ტარიელს სუარმა სოციალური ქსელით წერილი გამოქვეყნა, სადაც ის ია ფარულავასთან დაშორების მიზეზებზე საუბროს..

გთავაზობთ უცვლელათ .

მსახიობი ია ფარულავა ქმარმა მიატოვა. მისი მეუღლე, გიტარისტი ტარიელ სუარი დაშორების მიზეზებს თავად წერს facebook-ის პირად გვერდზე წერს. სუარი დაშორებით მიზეზად ია ფარულავას და მისი ,,პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებს.

“საზოგადოებისათვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე.

პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ…. ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ, სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა. რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე, და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის) სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე.

იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან (რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი იმდენად ვერ იმახსოვრებს, რომ დაცინვით ტარიელის მაგივრად დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, (რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს)) იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა. მაგრამ რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონამორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი.

ასე და ამგვარად მივხვდი რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს ( პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებულ დედოფლის) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ. ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეტებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისაგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება. ერთადერთი მიზეზი რა მიზეზითაც მიჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი ,რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი,” – წერს სუარი.

წყარო —newposts.ge/

 

Tags:

Image

მამაკაცი მისი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის

მამაკაცი მისი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის

ავტორი დავით ცხვარაძე :

აზერბაიჯანის მოქალაქემ სასამართლოში სარჩელი იმ 80 მოწვეული სტუმრის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც მისი შვილის ქორწილში არ მივიდნენ, – ამის შესახებ მომჩივანის ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატ ანარ გასიმლის განცხადებით, მამაკაცი საჩივარში აღნიშნავს, რომ თავად ყველა ამ ადამიანის ქორწილშია ნამყოფი და ამისთვის ფულიც გადაიხადა.

ნაწყენი აზერბაიჯანელი მოწვეული სტუმრებისგან ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

წყარო—news.mcvane.ge

 

Tags:

Image

რას აკეთებდნენ რესტორან “ამირანში“ სიძე და მეჯვარე ნახევარი საათით საპირფარეშოში

რას აკეთებდნენ  რესტორან  “ამირანში“ სიძე და მეჯვარე ნახევარი საათით საპირფარეშოში

ვრცელდება ინფორმაცია – რომ რესტორან “ ამირანში“ “სიძე და მეჯვარე ნახევარი საათი საქორწილო მაგიდასთან არ იყვნენ, სიმამრმა მას საპირფარეშოში ჩააკითხა, რომლის კარი დაკეტილი აღმოჩნა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კარი შიგნიდან ჰქონდათ ჩაკეტილი, შეამტვრია და დაინახა, რომ სიძეს მეჯვარესთან სექსი ჰქონდა. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა სიმამრმა რესტორნის ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რის შედეგადაც რესტორანი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მუშაობდა“, – განუცხადა “პირWელს“ წყარომ. “პირWელის“ ადგილობრივი კორესპონდენტი რესტორნის მენეჯერსაც დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.\

წყარო -http://pia.ge/show_news.php?id=5502&lang=geo

 

Tags:

Image

საქველმოქმედო აქცია მე-15 საჯარო სკოლაში.

საქველმოქმედო აქცია მე-15 საჯარო სკოლაში.

ავტორი დავით ცხვრაძე :

საქველმოქმედო აქცია მე-15 საჯარო სკოლაში.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა , შოთა მურღულიამ და „საერთაშორისო დახმარების ფონდის“ წარმომადგენლებმა , დედის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცენ.
გიორგი ცნობილაძე „ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ შოთა მურღულიას „ .
შეგახსენებთ , შოთა მურღულიამ ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის საქალაქო ტურნირებში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

 

Tags:

Image

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში მიმდინარე ურთიერთდაპირისპირება და პრობლემები ცენტრის ფუნქციონირებას აფერხებს,

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში მიმდინარე ურთიერთდაპირისპირება და პრობლემები ცენტრის ფუნქციონირებას აფერხებს,

ავტორი დავით ცხვარაძე :

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში მიმდინარე ურთიერთდაპირისპირება და პრობლემები ცენტრის ფუნქციონირებას აფერხებს, რის გამოც ფაქტობრივად აღარ არსებობს.
მიმდინარე მოვლნებთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის თანამშრომელი და კვარტეტის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე განცხადებას ავრცლებს.

“შვიდი თვეა ლანჩხუთის კულტურის ცენტრი,როგორც შემოქმედებითი და კულტურული დაწესებულება აღარ არსებობს, ჩამოშლილია შემოქმედებითი საქმიანობა, არის დაუსრულებელი დაპირისპირებები თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის, არის აბსოლუტურად მისაღები და ლეგიტიმური უკმაყოფილება ცენტრის საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში,ასევე ორგანიზაციულ–ადმინისტრაციულ და რაც მთავარია შემოქმდებით საქმიანობასთან დაკავშირებით.

მე,ლევან ჩხაიძე, როგორც კვარტეტის ხელმძღვანელი,ბენდის ერთ–ერთი მუსიკალური ხელმღვანელი და აკომპანიატორი მივიჩნევ,რომ მანამ,სანამ არ დალაგდება კულტურის ცენტრში მიმდინარე მოვლენები,სანამ იკვეთება დაპირისპირებები მხარეთა შორის,ვიდრე არ იარსებებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით,არ იქნება დასახული მიზნები და ამოცანები, არ არის მიზანშეწონილი მივიღოთ მონაწილეობა რაიმე სახის ღონისძიებაში ან საერთოდ ამ ეტაპზე გაიმართოს ღონისძიებები კულტურის ცენტრში. მით უმეტეს,8 მარტი არ არის ის თარიღი,რომლის არ ღნიშვნა დააზარალებს კულტურის ცენტრის ან ლანჩხუთის კულტურულ–შემოქმედებით ცხოვრებას.

გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის ბოიკოტს ან რაიმე სხვა რადიკალურ ქმედებებს…უბრალოდ, კვარტეტის,როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ძალის სახელით ვაცხადებ,რომ ამ ეტაპზე კულტურის ცენტრს არ ეკონცერტება და არ ეზეიმება,რომ ცენტრს სხვა უფრო მნიოშვნელოვანი პრობლემები აქვს სასწრაფოდ გადასაჭრელი და ამასთან,არ გვინდა ფასადური და მოჩვენებითი ღონისძიების ჩატარება,რომ თითქოს ცენტრში ყველაფერი რიგზეა,არ მიგვაჩნია მართებულად.მოვუწოდებთ სრულიად შემოქმედებით ნაწილს კულტურის ცენტრისა, გაიზიარონ ჩვენი პოზიცია.დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით.დავსხდეთ კველა ერთად და ჩამოვყალიბდეთ ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით,რათა დაუბრუნდეს კულტურის ცენტრი ძველ,შემოქმედებითი ცხოვრებით დატვირთულ საქმიანობის რიტმს,მინდა ჩემი მთელი ძალები ჩავდო იმ კულტურის ცენტრში,რომლის ავტორიტეტი და საქმინობა სამაგალითო იყო წლების განმავლობაში მთელს რეგიონში და არა იმ კულტურის ცენტრში,რომელზეც ყვებიან,რომ აგურებით დასდევენ ერთმანეთს მოსაკლავად”- აცხადებს ლევან ჩხაიძე.

 

Tags: