RSS

Monthly Archives: February 2014

Image

მამაკაცი მისი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის

მამაკაცი მისი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის

ავტორი დავით ცხვარაძე :

აზერბაიჯანის მოქალაქემ სასამართლოში სარჩელი იმ 80 მოწვეული სტუმრის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც მისი შვილის ქორწილში არ მივიდნენ, – ამის შესახებ მომჩივანის ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატ ანარ გასიმლის განცხადებით, მამაკაცი საჩივარში აღნიშნავს, რომ თავად ყველა ამ ადამიანის ქორწილშია ნამყოფი და ამისთვის ფულიც გადაიხადა.

ნაწყენი აზერბაიჯანელი მოწვეული სტუმრებისგან ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

წყარო—news.mcvane.ge

 

Tags:

Image

რას აკეთებდნენ რესტორან “ამირანში“ სიძე და მეჯვარე ნახევარი საათით საპირფარეშოში

რას აკეთებდნენ  რესტორან  “ამირანში“ სიძე და მეჯვარე ნახევარი საათით საპირფარეშოში

ვრცელდება ინფორმაცია – რომ რესტორან “ ამირანში“ “სიძე და მეჯვარე ნახევარი საათი საქორწილო მაგიდასთან არ იყვნენ, სიმამრმა მას საპირფარეშოში ჩააკითხა, რომლის კარი დაკეტილი აღმოჩნა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კარი შიგნიდან ჰქონდათ ჩაკეტილი, შეამტვრია და დაინახა, რომ სიძეს მეჯვარესთან სექსი ჰქონდა. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა სიმამრმა რესტორნის ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რის შედეგადაც რესტორანი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მუშაობდა“, – განუცხადა “პირWელს“ წყარომ. “პირWელის“ ადგილობრივი კორესპონდენტი რესტორნის მენეჯერსაც დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.\

წყარო -http://pia.ge/show_news.php?id=5502&lang=geo

 

Tags:

Image

საქველმოქმედო აქცია მე-15 საჯარო სკოლაში.

საქველმოქმედო აქცია მე-15 საჯარო სკოლაში.

ავტორი დავით ცხვრაძე :

საქველმოქმედო აქცია მე-15 საჯარო სკოლაში.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა , შოთა მურღულიამ და „საერთაშორისო დახმარების ფონდის“ წარმომადგენლებმა , დედის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცენ.
გიორგი ცნობილაძე „ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ შოთა მურღულიას „ .
შეგახსენებთ , შოთა მურღულიამ ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის საქალაქო ტურნირებში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

 

Tags:

Image

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში მიმდინარე ურთიერთდაპირისპირება და პრობლემები ცენტრის ფუნქციონირებას აფერხებს,

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში მიმდინარე ურთიერთდაპირისპირება და პრობლემები ცენტრის ფუნქციონირებას აფერხებს,

ავტორი დავით ცხვარაძე :

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში მიმდინარე ურთიერთდაპირისპირება და პრობლემები ცენტრის ფუნქციონირებას აფერხებს, რის გამოც ფაქტობრივად აღარ არსებობს.
მიმდინარე მოვლნებთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის თანამშრომელი და კვარტეტის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე განცხადებას ავრცლებს.

“შვიდი თვეა ლანჩხუთის კულტურის ცენტრი,როგორც შემოქმედებითი და კულტურული დაწესებულება აღარ არსებობს, ჩამოშლილია შემოქმედებითი საქმიანობა, არის დაუსრულებელი დაპირისპირებები თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის, არის აბსოლუტურად მისაღები და ლეგიტიმური უკმაყოფილება ცენტრის საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში,ასევე ორგანიზაციულ–ადმინისტრაციულ და რაც მთავარია შემოქმდებით საქმიანობასთან დაკავშირებით.

მე,ლევან ჩხაიძე, როგორც კვარტეტის ხელმძღვანელი,ბენდის ერთ–ერთი მუსიკალური ხელმღვანელი და აკომპანიატორი მივიჩნევ,რომ მანამ,სანამ არ დალაგდება კულტურის ცენტრში მიმდინარე მოვლენები,სანამ იკვეთება დაპირისპირებები მხარეთა შორის,ვიდრე არ იარსებებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით,არ იქნება დასახული მიზნები და ამოცანები, არ არის მიზანშეწონილი მივიღოთ მონაწილეობა რაიმე სახის ღონისძიებაში ან საერთოდ ამ ეტაპზე გაიმართოს ღონისძიებები კულტურის ცენტრში. მით უმეტეს,8 მარტი არ არის ის თარიღი,რომლის არ ღნიშვნა დააზარალებს კულტურის ცენტრის ან ლანჩხუთის კულტურულ–შემოქმედებით ცხოვრებას.

გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის ბოიკოტს ან რაიმე სხვა რადიკალურ ქმედებებს…უბრალოდ, კვარტეტის,როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ძალის სახელით ვაცხადებ,რომ ამ ეტაპზე კულტურის ცენტრს არ ეკონცერტება და არ ეზეიმება,რომ ცენტრს სხვა უფრო მნიოშვნელოვანი პრობლემები აქვს სასწრაფოდ გადასაჭრელი და ამასთან,არ გვინდა ფასადური და მოჩვენებითი ღონისძიების ჩატარება,რომ თითქოს ცენტრში ყველაფერი რიგზეა,არ მიგვაჩნია მართებულად.მოვუწოდებთ სრულიად შემოქმედებით ნაწილს კულტურის ცენტრისა, გაიზიარონ ჩვენი პოზიცია.დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით.დავსხდეთ კველა ერთად და ჩამოვყალიბდეთ ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით,რათა დაუბრუნდეს კულტურის ცენტრი ძველ,შემოქმედებითი ცხოვრებით დატვირთულ საქმიანობის რიტმს,მინდა ჩემი მთელი ძალები ჩავდო იმ კულტურის ცენტრში,რომლის ავტორიტეტი და საქმინობა სამაგალითო იყო წლების განმავლობაში მთელს რეგიონში და არა იმ კულტურის ცენტრში,რომელზეც ყვებიან,რომ აგურებით დასდევენ ერთმანეთს მოსაკლავად”- აცხადებს ლევან ჩხაიძე.

 

Tags:

Image

ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას…

ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას...

ავტორი დავით ცხვარაძე :

ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას…
90-იანი წლებია… დათო ყიფიანი «დინამოს» მთავარი მწვრთნელია, მისი გუნდი დსთ-ის თასის გათამაშებიდან ბრუნდება თბილისში. რეისი შუაღამისას იყო დანიშნული. დომოდედოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დათო ყიფიანს ერთი, სრულიად უცნობი ქართველი კაცი მუხლებში ჩაუვარდა: – შენი ჭირიმე, დათო, პატარა ბიზნესი მაქვს, საქონელი მომქონდა თბილისში გასაყიდად, მებაჟეებმა ტვირთი ჩამომართვეს და 5.000 დოლარს მთხოვენ სანაცვლოდ, თუ არადა, საქონლის ზარალი ჯანდაბას, მიჭერენ და მიშველე რამეო!..

როგორი საქმეა? აქეთ ჩასხდომა მთავრდება, მგზავრები დათოსღა ელოდებიან, იქით ეს გაჭირვებული და აცრემლებული ქართველი იმედიანად შესციცინებს თვალებში.

ყველაზე მთავარი – დათოს უმნიშვნელო თანხა აქვს თან. ღამის 3 საათია, ვის გინდა დაურეკო…

წამებში მიიღო გადაწყვეტილება დათომ, ტელეფონი ამოიღო და წარსულში ცნობილი მეკარის, რენატ დასაევის ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა რენატმა. ხმაზე ეტყობოდა, ნამძინარევი იყო. დათომ მობოდიშებისა და მოკითხვის შემდეგ მოკლედ და კონკრეტულად სთხოვა: – Ренат “срочно нужно 5 тысяч долларов” выручай пожалуйста!ცნობილმა გოლკიპერმაც მოკლედ უპასუხა: – Ты где Давид Давидович? -Домодедово!…

ერთ საათში რენატ დასაევი იმ ყინვა-ყიამათში და «გალალიოდში» აეროპორტში მივიდა და დათო ყიფიანს 5.000 დოლარი მიუტანა! ის დახსნილი უცნობი ქართველი კიდევ ერთხელ ჩაუვარდა მუხლებში ყიფოს, მისი კაცობითა და სიკეთით აღფრთოვანებულ-ატირებული… დათო კი «ტექნიკური»(!) მიზეზის გამო შეფერხებული ლაინერისკენ გაეშურა, სალონში ასვლისთანავე ეკიპაჟს და და მგზავრებს ბოდიში მოუხადა და თავის სავარძელში ჩამჯდარს უშფოთველად ჩაეძინა…

დომოდედოვოდან სახლისკენ მიმავალი დასაევისთვის მანქანაში მჯდომ მეგობარს უკითხავს: – Ренат как ты мог в такой гололед встать в 3 часа ночи и пройти столько киломттрод… ლეგენდარულ მეკარეს დიდი გაკვირვებითა და სიამაყით უთქვამს: – Ты что “парень” сам Давидыч просил! Как я мог иначе поступить?

დილით ყიფომ კიდევ ერთხელ შეაწუხა დასაევი და მოსკოვში იმ ანგარიშის ნომერი აცნობა, რომლიდანაც რენატს 5.000 დოლარი უნდა გამოეტანა!..

წყარო -.psnews.ge/

 

Tags: ,

Image

ქუთაისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სულაბერიძე სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა

ქუთაისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სულაბერიძე სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა

ავტორი- ” მოამბე”

ქუთაისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სულაბერიძე სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვს შეყვარებული ჰყავდა და მასთან შესახვედრად წავიდა, შემდეგ დედას დაურეკა და დაამშვიდა, რომ აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ ამისთვის რამდენიმე წელი დასჭირდება.

ოჯახი ეჭვობს, რომ მარიამი ახალგაზრდა მამაკაცმა გაიტაცა. ისინი რამდენიმე თვის მანძილზე ერთმანეთს სოციალურ ქსელში ელაპარაკებოდნენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

Tags:

Image

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ წიაღობნის დასახლებაში მოხდა

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ წიაღობნის დასახლებაში მოხდა

დავით ცხვარაძე:

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა სოფელ წიაღობნის დასახლებაში მოხდა

როგორც “მოამბე “ს – მოსახლეობამ განუცხად ,დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მსუბუქი მანქანა, სახლში არსებული ქონება, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუქტყვი, ყველა ნივთი თუ საოჯახო ტექნიკა .

ფოთოლა თევზაძე -“საშინელი ხანძარი იყო, 86 კვადრატზე აშენებული სახლი მთლიანად დაიწვა, რაც კი ქონება ჰქონდათ ვერაფერი ვერ გადაარჩინეს, ასევე დაიწვა მანქანა და ფრინველების და პირუქტყვების სადგომი. საშინელი მდგომარეობაა როგორ ეყარა დამწვარ დაფუფქული საქონელი , ფრინველები , ოჯახს არაფერი შერჩა, აბსოლუტურად არაფერი.

 

Tags:

Image

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ვახტანგ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ვახტანგ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ავტორი დავით ცხვარაძე :

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ვახტანგ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში, ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი – 1982 წელს დაბადებული იაგო ნ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვახტანგ მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

წყარო: police.ge

 

Tags:

Image

სამართალდამცავებმა ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი დააკავა.

 სამართალდამცავებმა  ბაჩო  ახალაიას  ადვოკატი   გოგა  ონიანი   დააკავეს.

ავტორი დავით ცხვარაძე :

სამართალდამცავებმა ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი დააკავეს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები” სოციალურ ქსეში წერენ, ამ დროისთვის გოგა ონიანის დაკავების მიზეზები უცნობია. “ნაციონალები” აღნიშნულ ფაქტზე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

ონიანი დღეს საღამოს მის სახლში, იყალთოს ქუჩაზე დააკავეს. ცოტა ხნის წინ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ონიანს წლების წინ, როდესაც ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, მოქალაქისთვის ნარკოტიკის ჩადებას ედავებიან.

 

Tags:

Image

– ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით,-

   - ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით,-

ავტორი დავით ცხვარაძე :

ქუთაისში წითელი რეჟიმის წარმომადგენელი წითლად შეღებეს. ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით, პროტესტი ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია გოქაძემ თანამოაზრეებთან ერთად გამოხატა.
წითელარმიელის ძეგლის აღება, აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველი იქნება.

წითელი არმიის სარდლის ძეგლი საპარლამენტო ქალაქის ერთერთ ცენტრალურ უბანში, ე.წ ზასტავაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში დადგეს.

მონუმენტი საზოგადოების დისკუსიისა და პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

 

Tags: ,