RSS

Monthly Archives: January 2014

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

ავტორი დავით ცხვარაძე :  

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლში მოქმედი, ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1958 წელს დაბადებული თეიმურაზ გ, 1985 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1985 წელს დაბადებული ნიკო კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ეწეოდნენ.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 4 პისტოლეტი, ხოლო ზურაბ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან 1 პისტოლეტი და 3 ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 4 ერთეული გლოკის სისტემის პისტოლეტი, 1 კუსტარული წესით დამზადებული ავტომატური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 3 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რაც 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).Image

 

Tags:

Image

კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ასევე ..იზრდება დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 5 ს აღწევს

კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა.  ასევე ..იზრდება დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 5 ს  აღწევს

ავტორი დავით ცხვარაძე :

კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ჯავშანტრანსპორტიორები მთავარ გამზირზე გამოიყვანეს. კიევში სრული მობილიზაციაა. ხელისუფლება ძალოვან სტრუქტურებს, ოპოზიცია კი მხარდამჭერებს იბარებს.იზრდება დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 5 ს აღწევს. სამივე აქციის მონაწილეა. უკრაინული მედიის ცნობით, გრუშევსკის ქუჩაზე ორი დემონსტრანტი სნაიპერის ტყვიით არის გარდაცვლილი.
რამდენიმე საათია სროლისა და აფეთქებების ხმა არ წყდება. “ბერკუტი” ყუმბარებს და ცრემლსადენ გაზს ისვრის, პარალელურად ცდილობს აიღოს ბარიკადები. შეტაკებები ამ წუთებში რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს.მედიის ცნობით, სპეცრაზმი საბოლოო შტურმისთვის ემზადება. დავალება მიღებულია – სრულად გაწმინდონ ქალაქი. ასევე, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მზადყოფნაშია 8 000 ჯარისკაცი.კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, ბერკუტი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. მედია ავრცელებს კადრებსაც, სადაც ტყვიები, მასრები და სხვა საბრძოლო მასალა ჩანს

“უკიდურესად შეშფოთებული ვარ უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენებითა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას. ძალადობა ვერასოდეს იქნება პოლიტიკური კრიზისის პასუხი”, – ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ყველა მხარეს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია.

უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს კეტრინ ეშტონი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი კიევში მოვლენების ძალადობრივ ესკალაციას გმობს.

“ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ. ძალის გამოყენება და ძალადობა არ არის პოლიტიკური კრიზისის პასუხი. ყველა ძალადობრივი ქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. ყველა პასუხისმგებელი პირი კი გასამართლდეს”, – ნათქვამია კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია. ვითარება უკრაინაში მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა ოპოზიცია არ მიიღო. იანუკოვიჩმა კლიჩკოს დიალოგზე უარი უთხრა, მიზეზად კი საკმაოდ მომქანცველი და გადატვირთული დღის განრიგი დაასახელა. აქციის მონაწილეების გაღიზიანება პრემიერის მუქარასაც მოჰყვა.

ქართული მხარე უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და იმედოვნებს, რომ ვითარება განიმუხტება. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მოვლენების მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის

 

Tags:

Image

იყიდება. ან იჯარიდ გაიცემა – 8 – ჰექტარი, საუკეთესო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი

იყიდება. ან იჯარიდ გაიცემა -  8 - ჰექტარი,  საუკეთესო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი

ავტორი დავით ცხვარაძე :

იყიდება. ან იჯარიდ გაიცემა საუკეთესო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი. თერჯოლის რაიონი საოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ,
ქუთაისიდან 5 კილომეტრის დაშორებით , ესაზღვრება მდინარე „ყვირილა „
500 მეტრში გადის ავტობანი. აქვს საუკეთესო მდებარეობა და შეიძლება გამოყენება სხვადასხვა საქმიანობებისათვის .

– თერჯოლის რაიონი საოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ,
ქუთაისიდან 5 კილომეტრის დაშორებით , ესაზღვრება მდინარე „ყვირილა „
500 მეტრში გადის ავტობანი. აქვს საუკეთესო მდებარეობა და შეიძლება გამოყენება სხვადასხვა საქმიანობებისათვის .

საკონტაქტო – ტ – 551 94 84 66 .

 

Tags: ,

Image

შეტაკებები კიევში .

შეტაკებები კიევში .

ავტორი დავით ცხვარაძე :უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა უკრაინაში. კიევში, გრუშევსკაიას ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის.

ოფიციალური მონაცემებით, არეულობის შედეგად დაშავებულია 70 სამართალდამცველი. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით კი, მათ მომხრეთა შორის დაშავებულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. არეულობისას დაზარალდნენ ჟურნალისტებიც.

აქციის მონაწილეებმა გასულ ღამეს “ბერკუტის” მებრძოლების ავტობუსები დაწვეს და პარლამენტსა და მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს, თუმცა სამთავრობო შენობებს მთელი ღამის განმავლობაში იცავდა სპეცრაზმი. მედიის ცნობით, დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ მათ, წყლის ჭავლთან და რეზინის ხელკეტებთან ერთად, ტრავმატული იარაღი გამოიყენეს.

პარალელურად, ოპოზიციის მომხრეთა კონცერტი მიმდინარეობდა დამოუკიდებლობის მოედანზე.

გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი მზადაა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პირველ პირთან პარტია “უდარის” ლიდერის ვიტალი კლიჩკოს შეხვედრა დასრულდა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, პრეზიდენტი მზადაა, პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად, საგანგებო კომისია შექმნას. კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ.

უკრაინული “მე-5 არხი” ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ დააკავა გრუშევსკის მოედანზე სპეცრაზმმა აქციის ორი მონაწილე. ტელეარხის ინფორმაციით, სპეცრაზმმა დაკავების შემდეგ ისინი სცემა, გააშიშვლა, -7 გრადუს ყინვაში ცივი წყალი მიასხა და აიძულა, ასე მისულიყვნენ გრუშევსკიდან ევრომოედნამდე, სადაც მათი თანამოაზრეების აქცია მიმდინარეობდა.

უკრაინული ტელეარხის ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა სასტიკად არის ნაცემი. ისინი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თეთრი სახლი ეხმაურება. ვაშინგტონი ყველა მხარეს ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვისკენ მოუწოდებს.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარება, რომელიც კიევში შეიქმნა, უკრაინის ხელისუფლების მიერ ხალხის მოთხოვნების არაღიარების შედეგია.

„ვთხოვთ უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონი, რომელსაც ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, გამოიყვანოს სპეცრაზმი კიევის ცენტრიდან და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს, განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ“, – აცხადებს თეთრი სახლი.

უკრაინის ინტელიგენცია კი საპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი ლიდერის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებას სთხოვს. პეტიციას ხელს რამდენიმე გამომცემლობის რედაქტორი, ადამიანის უფლებათა დამცველები და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები აწერენ.

„ამჟამინდელმა რეჟიმმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. მან პოლიტიკური კრიზისის სამართლებრივი და დემოკრატიული გადაჭრის გზა დაბლოკა. უკრაინასა და კრემლში არსებული რეჟიმების გეგმა ნათელია – უკრაინული დემოკრატიის განადგურება“, – ნათქვამია ტექსტში.

პეტიციის ავტორები ოპოზიციას სთხოვენ, არა პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი, არამედ დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლთათვის ერთიანი ლიდერი დაასახელონ. „დადგა დრო, როდესაც ან ერთიანი კანდიდატი უნდა დაასახელოთ და უზრუნველყოთ, რომ მისი განკარგულებები შესრულდეს, ან დატოვოთ პოლიტიკური სცენა. საკმარისია ცარიელი ლოზუნგები“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 

Tags:

Image

ყველაზე გავრცელებული და ცნობილი “ნარკოტიკები”

ავტორი დავით ცხვარაძე: ზოგიერთი ნივთიერების ანუ სუბსტანციის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ქცევის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ დარღვევებს აღძრავს. თანამედროვე კლასიფიკაციით, ასეთი სახის ქცევითი პათოლოგიები “სუბსტანციებთან დაკავშირებულ დარღვევებად” მოიხსენიება. ცნობილია, რომ წამალი ან სამკურნალო საშუალება ამა თუ იმ ბიოქიმიურ პროცესზე მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს. წამლის არადანიშნულებისამებრ მოხმარებას ანუ, როგორც ჩვენს საზოგადოებაში უწოდებენ, “ნარკომანიას”, განმარტავენ როგორც ზოგიერთი წამლის სისტემატურ გამოყენებას დიდი დოზითა და არათერაპიული მიზნით, რასაც თან სდევს მომხმარებლისა და საზოგადოებისთვის მავნე ეფექტების განვითარების საფრთხე. საყურადღებოა, რომ ტერმინი “ნარკომანია” გამოიყენება რუსულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. მიჩვევის პოტენციის მქონე ნივთიერებებს შორის ნარკოტიკებს წარმოადგენს მხოლოდ ოპიატები, ამიტომ ეს ტერმინი სრულად ვერ ასახავს რეალობას.

ბევრს მიაჩნია, რომ გაცილებით მართებული ტერმინია “წამალი”, მით უმეტეს, რომ “ნარკომანებს” სხვაგვარად “წამლისადმი მიდრეკილების მქონე” ადამიანებსაც უწოდებენ. რაც შეეხება ტერმინს “მავნე ეფექტები” – ის გულისხმობს ჯანმრთელობის გაუარესებას წამლის არადანიშნულებისამებრ სისტემატური მიღების შედეგად. “სუბსტანციაზე დამოკიდებულება” გამოიხატება წამლის მიმართ “ტოლერანტობითა” და სხვადასხვა “უკურეაქციის” სიმპტომების აღძვრით. “ტოლერანტობა” ნიშნავს, რომ სასურველი სუბიექტური განცდისთვის ნივთიერების უფრო და უფრო მზარდი დოზით მიღებაა აუცილებელი, ანდა სტაბილური დოზების მიღებისას წამლის ეფექტი მცირდება. რაც შეეხება “უკურეაქციას” – ეს ეგზოგენური ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული ეფექტის საპირისპირო, საკომპენსაციო რეაქციაა. წამლის მიღებისგან მყისიერად თავშეკავების (“აბსტინენციის”) შემთხვევაში ასეთი საკომპენსაციო რეაქციის განვითარება დისკომფორტის შეგრძნებას აღძრავს. მაგალითად, ჰეროინი აღძრავს “ეიფორიას”, ხოლო მისი მიღებისაგან თავის შეკავებისას ადამიანს “დისფორია” – განგაშის, შფოთვის განცდა ეუფლება. გარდა ამისა, ჰეროინის მიღება იწვევს ყაბზობას, მისი მიღებისგან თავის შეკავება კი გულისრევასა და გულყრას. უკანასკნელ პერიოდამდე სუბსტანციებთან დაკავშირებული დარღვევების განვითარების ძირითად მიზეზად წამლის შეწყვეტის საპასუხო ეფექტების დათრგუნვის სურვილს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წამლის მიღების მყისიერი შეწყვეტის შემდეგ “უკურეაქციის” სიმპტომების დათრგუნვის სურვილს მიიჩნევდნენ. ამასთანავე, განასხვავებდნენ წამალზე დამოკიდებულების ორ სახეს: “ფიზიკურს” და “ფსიქიკურს”. ზოგს გაუმართლებლად მიაჩნია ასეთი კლასიფიკაცია, მთავარ მნიშვნელობას “ფსიქიკური დამოკიდებულების” ფენომენს ანიჭებს და მიიჩნევს, რომ “წამლის მოთხოვნილება” ან “წამლის მიმართ შიმშილი” მოცემული სუბსტანციით აღძრული “ეიფორიისა” და “ნეტარების” განცდის სურვილით არის განპირობებული. შესაბამისად, “ფსიქიკური დამოკიდებულება” გულისხმობს წამლის მიღების შედეგად აღძრულ სასიამოვნო შეგრძნებათა განუწყვეტელი განცდისაკენ ლტოლვას. ცალკეული წამლის არადანიშნულებისამებრ მიღება მხოლოდ მოცემული ნივთიერებისთვის დამახასიათებელ დარღვევათა კომპლექსს წარმოშობს. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ცალკეული წამლისთვის დამახასიათებელი ინტოქსიკაციის ეფექტები, ასევე სხვადასხვა სახის ფსიქიკური დარღვევა. სწორედ ცალკეულ წამალთა ეფექტებისა და მათ მიერ გამოწვეული დარღვევების შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე:

– რას გვეტყვით ოპიატებზე (მორფინი, ჰეროინი, კოდეინი), ანუ ყაყაჩოსგან მიღებულ ნივთიერებებზე, რომელთაც ადამიანი კვებისა და მოწევის გზით საუკუნეების განმავლობაში იყენებს?
– საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტერმინი “ოპიატები” აღნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით ჰგავს მორფინს, ხოლო ტერმინი “ოპიოიდები” – ნივთიერებებს, რომლებიც მორფინის მსგავსად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა ქიმიური სტრუქტურით მისგან განსხვავდება. აღნიშნული კლასიფიკაციის თანახმად, ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება უკანონო ბრუნვაში ყველაზე მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, დიონინი (ეთილმორფინი) და ჰეროინი. ოპიოიდებს შორის კი ყველაზე გავრცელებულია მეტადონი, ფენტანილი, კეტამინი, ფენციკლიდინი და ბუპრენორფინი (სუბუტექსი). ოპიატების წყაროს წარმოადგენს დამაძინებელი ყაყაჩოს (ხაშხაში, Pაპავერ სომნიფერუმ) რძეწვენი – ოპიუმი. ამჟამად ხაშხაშის კულტურას მისდევენ ინდოეთში (მთავარი ლეგალური მწარმოებელი), ავსტრალიაში, ჩინეთში, კორეაში, ავღანეთში, პაკისტანში, ირანში, ლაოსში, ტაილანდში. წარმოებული ოპიუმის მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, დანარჩენი ნარკოტიკების უკანონო წარმოებას ხმარდება. მორფინს იღებენ ოპიუმიდან და არალეგალურ ბაზარზე ხვდება სხვადასხვა სისუფთავის პრეპარატების სახით. არსებობს მორფინის რამდენიმე სახეობა: მორფინი-ნედლეული (გამოიყენება ჰეროინის მისაღებად იატაკქვეშა ლაბორატორიებში), გასუფთავებული მორფინი და სამედიცინო მორფინი. ჰეროინი (დიაცეტილმორფინი) (აკრძალულია საქართველოში) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და “მძიმე” ნახევრად სინთეზურ ნარკოტიკს. იღებენ მორფინისგან ან მორფინის შემცველი ნებისმიერი ნედლეულისგან: ოპიუმის ექსტრაქტისგან, ხაშხაშის ნამჯის ექსტრაქტისგან. სუფთა ჰეროინი მწარე გემოს მქონე თეთრი ფხვნილია, არალეგალური ჰეროინი კი განსხვავდება ფერით – მოთეთრო-მოყვითალოდან მუქ ყავისფრამდე, რაც განპირობებულია მასში სხვადასხვა მინარევის არსებობით. საქართველოში ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის დიდი წილი მოდის ჰეროინზე. ოპიატების მოხმარების ხერხებია: პირის ღრუდან მიღება, ცხვირით შესუნთქვა, მოწევა და ინექცია (კანქვეშ, კუნთში, ვენაში). ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა ვენაში გაკეთება, რაც არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგით სრულდება. ორგანიზმზე ოპიატების ზემოქმედება ძირითადად შემდეგნაირად ვლინდება: ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს-ის) მხრივ – ეიფორია, ტკივილის გაყუჩება, სუნთქვისა და ხველის ცენტრის დათრგუნვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – კოლიკა, ყაბზობა (შეკრულობა), კუნთების მოდუნება, ფიზიკური აქტივობის შემცირება. ოპიატების ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვითარდება მათდამი ლტოლვა, ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. ოპიუმისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება ყალიბდება 3-4 თვეში, მორფინისადმი – 2 თვეში, ჰეროინისადმი – კიდევ უფრო სწრაფად. კანქვეშ და პერორალური გზით ოპიატების დიდი დოზის მიღებისას სიკვდილი დგება 2-4 საათში, ხოლო ვენაში შეყვანისას – მყისიერად. კოდეინს ნაკლები აქტიურობა ახასიათებს, ვიდრე სხვა ოპიატებს. ორგანიზმში კოდეინი, ისევე როგორც ჰეროინი და დიონინი, მორფინად გარდაიქმნება. ბუპრენორფინი ვენაში, კანქვეშ და სუბლინგვურად (ენის ქვეშ) შეყვანისას ამჟღავნებს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, რომელიც 25-40-ჯერ აღემატება მორფინისას, მოქმედების ხანგრძლივობაც 1,2-2-ჯერ მეტია, ვიდრე მორფინისა და შეადგენს 8 საათს.

– როგორც ცნობილია, ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე ხელოვნურად შექმნილი პრეპარატი – მეტადონი, რომელიც ჰეროინით განპირობებული ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება. რა თავისებურებებით ხასიათდება ის?
– მეტადონი არის ხანგრძლივმოქმედი ოპიოიდური სინთეზური პრეპარატი. ის ოპიატების ანტაგონისტია და ეფექტურად გამოიყენება ოპიატური დამოკიდებულების სამკურნალოდ. მეტადონი ხსნის მწვავე სიმპტომებს და ამცირებს ქრონიკულ დამოკიდებულებას. ჩანაცვლების თერაპიის დროს გამოიყენება მეტადონის სტაბილური დოზა, რომელიც საკმარისია ნარკოტიკული ზემოქმედებისა და ეიფორიის ბლოკირებისთვის. მეტადონი გამოიყენება მხოლოდ ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობის დროს. მედიცინაში მისმა ფართო გამოყენებამ მისი “ქუჩაში” გატანა გამოიწვია. 1970 წლიდან მეტადონის გამოყენებამ საგრძნობლად გაზარდა სიკვდილიანობა. მეტადონს აქვს მაღალი მისწრაფება ოპიატური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს მასზე ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. მისდამი ტოლერანტობა ნელა ვითარდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მეტადონის მოქმედება გამოიხატება ეიფორიით, ტკივილის მოხსნით, ძილიანობით, ხველის რეფლექსის დათრგუნვით, სუნთქვის უკმარისობისა და კრუნჩხვების განვითარებით. დოზის გადაჭარბება იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, სისხლის მიმოქცევის შენელებას, ფილტვების შეშუპებას, თირკმლის მწვავე უკმარისობას. საქართველოში ხშირია მეტადონის გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ლეტალობა. მეტადონის ჰიდროქლორიდი გამოდის როგორც საინექციო ფორმით, ისე სუსპენზიისა და ტაბლეტების სახით. ის შეჰყავთ ვენაში, კუნთებში, კანქვეშ, იღებენ პერორალურად

 

Tags:

Image

ილია ელოშვილი.- მიშა სააკაშვილის რაში დასჭირდა ბუნებრივი აირს მოპარვა,

ილია ელოშვილი.- მიშა სააკაშვილის რაში დასჭირდა ბუნებრივი აირს მოპარვა,

ავტორი დავით ცხვარაძე : საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა, – ამის შესახებ დღეს კომპანია “ყაზტრანსგაზში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ზამთრის სიცივეებთან ერთად მკვეთრად იმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გაზის დატაცების ფაქტებმა. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა დიდი ორგანიზაციები ცდილობენ. კერძოდ, ასეთი ფაქტი გამოვლენილია მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის N1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, სადაც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია მდებარეობს. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმიური შემოწმების შედეგად აღმოჩენილია მრიცხველის გვერდის ავლით შეყვანილი გაზის მილი. კომპანიის თანამშრომლების მიერ ადგილზე უკვე გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალთალდარღვევის ოქმი, ორგანიზაციას შეუწყდა გაზმომარაგება, რომლის აღდგენაც მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდის და გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების შემდეგ მოხდება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ საგანგებო რეიდები და შემოწმებები მთელი თბილისის ტერიტორიაზე გაგრძელდება და ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ კანონმდებლონით გათვალისწინებული სანქციები გატარდება”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

Tags:

Image

უკრაინაში კრიზისის გადასაჭრელად სპეციალური კომისია შეიქმნება

უკრაინაში კრიზისის გადასაჭრელად სპეციალური კომისია შეიქმნება

ავტორი დავით ცხვარაძე: უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განკარგულებით მზარდი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად სპეციალური კომისია შეიქმნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება.

კომისიას სათავეში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი ჩაუდგება. ფრანს პრესის ცნობით, მასში შევლენ მინისტრთა კაბინეტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. იანუკოვიჩის თქმით, ოპოზიციასთან პირველი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საკითხებს განიხილავს. იანუკოვიჩის განკარგულების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

 

Tags:

Image

№15 საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის ორი წლის წინ დაწყებული დავა დღემდე გრძელდება

ავტორი დავით ცხვარაძე:№15 საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის ორი წლის წინ დაწყებული დავა დღემდე გრძელდება

№15 საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის ორი წლის წინ დაწყებული დავა დღემდე გრძელდება. მარინე მიქაბერიძე დირექტორს, ლია კუხიანიძეს პიროვნულ დისკრედიტაციასა და სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. მიქაბერიძე, რომელმაც კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, განათლების სისტემის ყველა ინსტანციას მიმართა და სკოლიდან ლია კუხიანიძის განთავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვა, ამბობს, რომ სკოლაში მანამდე არ დაბრუნდება, ვიდრე კუხიანიძე თანამდებობას ინარჩუნებს.

თავის მხრივ, მიქაბერიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს და პროვოკაციულს უწოდებენ ?15 საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მიქაბერიძე მიზანმიმართულად ახორციელებს ცილისწამებას მისი მისამართით და ქმნის სკოლაში კონფლიქტის იმიტაციას.

დირექტორსა და პედაგოგს შორის პიროვნულმა დაპირისპირებამ, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ ქუთაისის ადგილობრივი რესურს-ცენტრი, არამედ განათლების სამინისტროც, შესაძლოა, სასამართლოში გადაინაცვლოს. ლია კუხიანიძე აცხადებს, რომ ის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მარინე მიქაბერიძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას არ გამორიცხავს.

როგორც ირკვევა, ისტორიის პედაგოგსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირება ორი წლის წინ, ?15 და ?27 საჯარო სკოლების შეერთების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კუხიანიძე კონფლიქტის დაწყების დროდ სკოლების შეერთების მომენტს არ ასახელებს, ფაქტები ცხადყოფს, რომ 2012 წელს მათი ურთიერთობა უკვე გამწვავებული იყო, კერძოდ, 2012 წლის კათედრის სხდომას პედაგოგი მარინე მიქაბერიძე არ ესწრებოდა, რის მიზეზადაც იგი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის არქონას ასახელებს და სატელეფონო ზარების იმ ამონაწერს გვაჩვენებს, რომელიც სხდომის დანიშვნიდან რამდენიმე დღით ადრე არის დაფიქსირებული. მიქაბერიძე ამბობს, რომ მას შეგნებულად არ დაურეკეს და სხდომის გამართვის თარიღი არ აცნობეს. კიდევ ერთი სხდომის ოქმში კი, რომელიც მომდევნო წელს, 2013 წლის 5 სექტემბერს გაიმართა, მარინე მიქაბერიძის მისამართით გამოთქმულია შენიშვნა, დირექციასა და კათედრის წევრებს შორის მისი მხრიდან კომუნიკაციის არარსებობის გამო.

აღნიშნული კათედრის სხდომაზე, რომელმაც კუხიანიძესა და მიქაბერიძეს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა, ისტორიის პედაგოგს აკადემიური საათების გადანაწილების შედეგად მხოლოდ 9 საათი შეხვდა. მაშინ, როცა, ორმა პედაგოგმა 18-18 საათი მიიღო. ისტორიის კიდევ ერთმა მასწავლებელმა ვახტანგ სვანაძემ კი საათების სიმცირის გამო სკოლა დატოვა.

რატომ შეხვდა სამ სერთიფიცირებულ პედაგოგს საათების განსხვავებული რაოდენობა, ამ შეკითხვაზე სკოლის დირექტორი პასუხობს, რომ კათედრის სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული ინფორმაცია მიქაბერიძის მიერ სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ. აქედან გამომდინარე, ორ მასწავლებელს, როგორც სერთიფიცირებულ პედაგოგებს, კანონის მიხედვით მიეცა 18-18 საათი და რადგან ისტორიაში მხოლოდ 45 საათი არსებობს, მიქაბერიძეს ლოგიკურად დარჩა 9 საათი.

კათედრის სხდომის ოქმში კი წერია:

„მარინე, თქვენ არ წარმოგიდგენიათ მე-8 კლასებში საგნობრივი–თემატური გეგმა. სრულყოფილი არ იყო არც მე-4 კლასის გეგმა. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, არ ესწრებოდით კათედრის არცერთ სხდომას. არასწორად გყავდათ შეფასებული მე-8 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს, რამაც გამოიწვია მშობელთა პროტესტი. იმის გამო, რომ ვერ მართავდით კლასს, დატოვეთ იგი, მაშინ, როცა დირექციას ედავებოდით საათების სიმცირის გამო. რატომ გამოდის თქვენი კლასიდან არასაგაკვეთილო ხმაური? ამ ყველაფრის შემდეგ არ არის დოგმა, რომ ასეთი სერთიფიცირებული მასწავლებელი სრულად იყოს დატვირთული საათებით,“ – ნათქვამია სხდომის ოქმში.

იმ ცხრა საათის ჩატარებაზე, რომელიც მიქაბერიძეს სხდომის შედეგად გამოეყო, პედაგოგი უარს ამბობს. იგი არ ცხადდება სკოლაში, რის გამოც როგორც სკოლის დირექცია ამბობს, არაერთხელ შეიცვალა მოსწავლეთა ცხრილი და მასწავლებლები მონაცვლეობით ატარებენ მიქაბერიძისთვის განკუთვნილ საათებს. მათივე თქმით, მიქაბერიძეს სისტემატური გაცდენის მიზეზი ოფიციალურად არ განუმარტავს და მხოლოდ დედამისმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ იგი სკოლაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ დადის. თავად მიქაბერიძე კი, რომელმაც გასულ კვირას დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა, ამბობს, რომ სკოლაში მისვლას კუხიანიძის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებამდე არ აპირებს.

„მე ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი და სრული უფლება მაქვს არამარტო შევიდე კლასში, არამედ, მყავდეს სადამრიგებლოც, მაგრამ ლია კუხიანიძემ ჩემთან პიროვნული დაპირისპირების გამო ჩამომართვა სადამრიგებლო კლასიც და წამართვა საათებიც. მე მანამდე არ მივალ სკოლაში, სანამ კუხიანიძეს არ გაუშვებენ,“ – აცხადებს მარინე მიქაბერიძე.

თავად კუხიანიძე კი, რომელიც პედაგოგის მიმართ პიროვნულ დისკრედიტაციას გამორიცხავს, ამბობს, რომ მიქაბერიძე მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო გამუდმებით ცილს სწამებს.

„მიქაბერიძეს, რომელიც არ ცხადდება სკოლაში და შლის სასწავლო პროცესს, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – შემოიტანოს სკოლაში არეულობა და შექმნას კონფლიქტის იმიტაცია. იგი გამუდმებით არღვევს პროფესიული ეთიკის ნორმებს და სახელს უტეხს სკოლას. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო არა მხოლოდ ჩემი მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოდგენა, არამედ, მორალური ზიანის ანაზღაურებაც,“ – აცხადებს ?15 საჯარო სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე.

მანამდე კი, ვიდრე დავა სასამართლოში გადაინაცვლებს, სკოლის სისტემატური გაცდენისა და სასწავლო პროცესის ჩაშლის გამო, შრომის კოდექსისა და ?15 საჯარო სკოლის შინაგანაწესის საფუძველზე, მარინე მიქაბერიძის მიმართ, შესაძლოა, გაფრთხილება, საყვედური ან სხვა ღონისძიება გატარდეს.

 

Tags:

Image

1955 წელს დაბადებული ბიძინა ბ. ნარკოდანაშაულისთვის ქუთაისში დააკავეს.

1955 წელს დაბადებული ბიძინა ბ. ნარკოდანაშაულისთვის ქუთაისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა , ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად 1955 წელს დაბადებული ბიძინა ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 68 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინი ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. (სსსკ–ს 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

 

Tags:

Image

ნანა ლეჟავა-საკუთარ შვილს ვეღარ ვეხმარები.

ნანა ლეჟავა-საკუთარ შვილს ვეღარ ვეხმარები.

ავტორი დავით ცხვარაძე : ნანა ლეჟავა-”საკუთარ შვილს ვეღარ ვეხმარები. რომელიც ვერ დადის, ვერ ჯდება, თავს ვერ იკავებს, საკვებს ვერ ღეჭავს და ორივე თვალით ბრმა. ამას დაემატა პირიდან სისხლდენა მეგონა ამდენი წამლებით ამ 16 წელში ღვიძლმა ვერ გაუძლო. აღმოჩნდა რომ ყელიდან დაწყებული 12 გოჯამდე წყლულები აქვს რომელიდანაც ნელნელა სისხლი ჟონავს და კუჭში გროვდება. არარც სახლი, არც ხელფასი არსად. მარტო ნიკოლოზის 70 ლარზე და ხვთისნიერი ადამიანებიის ანაბარად ვართ. თუკი ვინმეს ჩემი და ჩემი ნიკოლოზის დახმარების სურვილი გაუჩნდება ეს არის ჩვენი ანგარიშის ნომერი. არარ ვიცი რა დავწერო. მრცხვენია და მერიდება მეგობრების შეწუხება მაგრამ ჩემი ნიკოლოზი ყოველდღე ილევა ისე ხდება. მას სერიოზული მკურნალობა და კვება სჭირდება. გევედრებით მეგობრებო. მოწიწებით და სიყვარულით დედა ნანა ლეჟავა. ეს ჩემი ტელეფონია .555 – 565183 ესეც ჩვენი ანგარიშის ნომერი: მიმღები მიმღები: ნანა ლეჟავა მიმღების IBAN ანგარიშის # GE25 BR07 0000 3601 0004 38 მიმღების ბანკი ს.ს. ბანკი “რესპუბლიკა” ბანკის BIC კოდი: REPLGE22 ”

 

Tags: