RSS
Image

მოუხდის თუ თუ არა ბოდიშს პორტალ ” aianews.ge” მე 13 სკოლის ადმინისტრაციას

05 Mar

მოუხდის თუ   თუ არა ბოდიშს პორტალ

ავტორი დავით ცხვარაძე :

პორტალ “aianews”-ზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის #13-ე სკოლის მოსწავლეებს დაგვიანების გამო ადმინისტრაცია სხვადასხვა მეთოდით სჯის, ერთ-ერთი კი სკოლის გარე პერიმეტრის დალაგებაა.
სკოლის ადმინისტრაცია სტატიას გამოეხმაურა და პორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, დირექტორის მოადგილეს ჩვენი კორესპონდენტი, დავით ცხვარაძე ესაუბრა

ნატო სანდუხაძე (მე 13 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე)

“მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც ამ საგენტომ გაავრცელა ეს სიმართლე არ არის , მოვუწოდებ საიტის ადმინისტრაციას გადაუმოწმებელი მასალების გაშვებისგან თავი შეიკავოს , რადგან სტატიაში ნახსენებია, რომ ჟურნალისტმა სკოლაში შემთხვევით შეიარა და ინფორმაცია არ გადაუმოწმებია,ამას თავად საიტის ჟურნალისტი წერს, თუ ჟურნალისტია და პროფესიონლიზმთან გვაქვს საქმე, მაშინ უნდა გადაემოწმებინა ეს ამბავი.

“ბავშვები შაბათობის დღესთან დაკავშირებით სკოლის დირექტორთან და დამრიგებლებთან ერთად აკეთებდნენ სკოლისთვის სახეირო საქმეს.

“ეს არ შეიძლება , იქ მოსულმა ადამიანმა მითუმეტეს თუ ჟურნალისტია, ხომ უნდა შემოვიდეს და გაეცნოს პრობლემას , როგორც თქვენი ადმინისტრაცია დაინტერესდა მომხდარით, ამისათვის თქვენ და თქვენს ხელმძღვანელს, მთელ ადმინისტრაციას მადლობას გიხდით, რომ გადაამოწმეთ ინფორმაცია და არ დაწერეთ ისე, როგორც სხვამ ცალმხრივად და გადაუმოწმებლად დაწერა”

“დაგვლაპარაკებოდა საქვეყნოდ სკოლას თავს რომ ჭრის, ეს დასჯადია და ამას ჩვენ ასე არ დავტოვებთ, საპასუხო წერილს გადავუგზავნით”

“aianews”-ს ადმინისტრაცია პასუხს აგებს იმისთვის , რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა და მოვითხოვთ საიტის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადოს.”

ეს მოსწავლების დასჯა და დაშინება არ ყოფილა, ეს იყო მოსწავლეების დისციპლინა, რომ მიეჩვიონ, არ ჩაშალონ საგაკვეთილო პროცესი, გამოცხადდა შაბათობა ასე ვთქვათ და არამარტო მოსწავლე, არამედ კლასის ხელმძღვანელი, ასევე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც გვედგა გვერდით, მეც დირექტორის მოადგილე ვარ და გვერდით ვედექი ჩემ ბავშვებს ,ესენი იგივე ჩემი შვილები არიან, მე მოსწავლეებს არ ვარჩევ , რაც შეეხება იმას , რომ მე-13 სკოლის ბავშვებს ეშინიათ დაგვიანების , ეს ასე არ არის კი არ ეშინიათ რიდი აქვთ და დისციპლინა”.

მოსწავლის უფლებებს არავინ არღვევს, თუ მოსწავლე დაარღვევს საგაკვეთილო პროცესს, რაც ხშირად ხდება, მისი ქცევა ისჯება და არა მოსწავლე , ის ვალდებულია სკოლის საკეთილდღეოდ მოიქცეს და ამას არც უარყოფენ ჩემი მოსწავლეები.

სტატია ჩემი თვალით წავიკითხე და ძალიან არ მომეწონა, იმდენი მიღწევები გვაქვს და იმდენ კარგ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არცერთ ჟურნალისტს არ ახსენდება , მხოლოდ ერთი რამ და უცებ იფეთქებს ყველა , ჯერ უნდა გადაამოწმო ინფორმაცია და მერე დაწერო.

ჩვენ მივიღებთ ზომებს მომხდართან დაკავშირებით და პასუხს აგებს ცრუ ინფორმაცის გავრცელებაში ის ვინც დამნაშავეა “- აცხადებს ჩვენთან საუბრისას მე-13 სკოლის ადმინისტრაცია.

სკოლის ადმინისტრაციის ბრალდებებს პასუხობს სტატიის ავტორი ლელა თოლორდავა:

“რას მეუბნებით, ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი, მოსწავლეების უფლებების დარღვევისთვის და ჩემგან ელოდებიან?, საკუთარ თავს კითხოს ქალბატონმა ნატომ , არის თუ არა ეს სიმართლე და მერე დაგვიანებულ მოსწავლეებს ,არ ეშინია კამერების ჩანაწერების გაშიფვრა რომ მოვითხოვო?!
თუ ავტონომია ჰგონიათ რუსული სკოლა?!
მე კიდევ მსუბუქად დავწერე , წერილი რომელიც უფრო გაფრთხილებაა ,მათთვის
ასე რომ უმჯობესია, ხვალიდან სხვა სასჯელი მოიფიქრონ , თორემ ბოდიშიც აღარ უშველით”

 

Tags:

Leave a comment