RSS

Monthly Archives: December 2013

სემეკი ქუთაისიდან, თბილისში, გადადის, ქუთაისელი თანამშრომლები კი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს?…

Image

 ავტორი დავით ცხვარაძე :  სემეკიდან   60   თანამშრომელს , დღეს სამსახურიდან გაანთავისუფლების საფრთხე ემუქრება.

როგორც ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფების დეპარტამენტის თანამშრომელმა – მამუკა ჩიხლაძემ  „ moambestan “ საუბრისას აღნიშნა . 1 -ლი იანვრიდან მათ დადებულ ხელშეკრულებას ვადა  გასდის , – თუმცა ხელშეკრულების გაგრძელებაზე არავინ საუბრობს ,

„ძალიან გვიჭირს ვრჩებით სამსახურის გარეშე , ახალიწელი მოდის და ჩვენ  60 – ამდე  თანამშრომელებს  სამსახურს გვატოვებინებენ .  სამუშაო სტაჟი დიდი გვაქვს , მაგრამ ეს არავის აინტერესებს , მზადებაში არიან ,აპირებენ  თბილიში  გადასვლას , და არჩევენ ახალ კადრებს .რომელზეც კონკურსი უკვე გამოცხადდა ,

თუ კი აპირებდნენ დედაქალაქში გადასვლას ხომ უნდა გვცოდნოდა თანამშრომლებს , ეს კი არავინ იცოდა , ახლა კი ამბობენ რომ გადასვლის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა რა  თქმა უნდა ეს ყველაფერი სიმართლეს რ შეესაბამება ,

გვტოვებენ   ცარიელ-ტარიელი , და ახლა გვეუბნებიან გვაქვს უფლება ხელახალ გამოცხადებულ კონკურსში მივიღოთ  მონაწილეობა „

”moambem “ სცადა ინფორმაციის გადამოწმება . ამბობენ რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება .- და უფლება აქვს ყველა თანამშრომელს მიიღოს უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა , შეგახსენებთ უკვე გავრცელდა ინფორმაცია.სემეკის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ სემეკი ქუთაისიდან თბილისში გადადის . .

 

Tags:

“დაპირისპირება ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში” და მომტირალი დედის წერილი მინისტრს,

1234883_1404250763136412_651850457_nggjcjlhvkjljgy

ავტორი დავით ცხვარაძე :  

 “დაპირისპირება ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში”   მარინე მიქაბერიძე : – ბრენდირებული მაღაზიის მეპატრონე კი არ მიიღო მასწავლებლად, არამედ ქება დიდებით ჰყავს აყვავებული. და ასევე ლია კუხიანეძემ კი არ დაურეკა დედაჩემს ,არამედ ერთ ერთმა სკოლის პედაგოგმა, ხოლო რაც შეეხება მაისის თვეში განატლების სამინისტროში ჩემმა დედამ მანანა ჯიმშელეიშვილმა გააგზავნა განცხადება როგორც გაირკვა განათლებისსამინისტროს ცხელი ხაზის საშვალებით, რომელმაც დაგვაკავშირა ევა ბუტიკაშვილთან განაცხადა რომ ეს განცხადება მისი უფროსის აბაშიძის მიერ ჩამოწერილი იქნა. 

მანანა ჯიმშელეიშვილ:-  ”გაწუხებთ ბატონო მინისტრო ქალაქ ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. მე გახლავართ აღნიშნული სკოლის პედაგოგის მარინე მიქაბერიძის დედა მანანა ჯიმშელეიშვილი .
უნდა ავღნიშნო, რომ ჩემს შვილს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლია კუხიანიძესთან აქვს პრობლემა. რომელიც არ მოგვარებულა თქვენ არაერთხელ მოგმართათ განცხადებებით ასევე განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ბარონ ივანე კიღურაძეს პირველი განცხადება თქვენს სამინისტროში 29 ოქტომბერს იქნა გამოგზავნილი პასუხმა დაიგვიანა, მხოლოდ მაისის თვეში მოვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსის აბაშიძის მიერ, რომ ქ.ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში დირექტორის მ/შ ყველაფერი წესრიგში აქვს. მე მაინტერესებს ვინ შეისწავლა აღნიშნული სკოლის საქმე? ქუთაისის რესურს ცენტრის თანამსრომლებმა ანა ლეჯავამ და გიგა ციბაძემ? ლეჟავა კუხიანიძის მეგობარი ხოლო ციბაძე დირექტორის წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი. როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანად შეისწავლიდნენ საქმის ვითარებას? 
2012 წლის სექტემბრის თვეში ჩემმა შვილმა მიმართა რესურსცენტრს. ანდრო ლოსაბერიძე საარჩევნო კომპანიის გამო შვებულებაში იმყოფებოდა და მოვალეობას ანა ლეჯავა ასრულებდა, რომელსაც აუხსნა ის უსამართლობა რაც ამ სკოლაში სუფევდა მის მიმართ ქალბატონმა ანამ ჭორიკნობის დონეზე დაიყვანა ეს საქმე და ურთიერთობა უფრო გაამძაფრა. წერილობითაც ბევრჯერ მიმართა რესურს ცენტრს მაგრამ ამაოდ.
უნდა შეგახსენოთ ცნობილმა მეცნიერმა და ექიმმა ავიცენამ ძალიან მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა .ორი ცხვარი სრულიად მსგავს პირობებში მოათავსა იმ განსხვავებით, რომ ერთი ცხვარი თავის სამყოფელიდან მგელს ხედავდა მეორე კი არა მტაცებელს ცხვართან მიახლოება არ შეეძლო. მიუხედავად ამისა გამუდმებით მგლის შემყურე ცხვარმა კვება შეწყვიტა დასუსტდა და მოკვდა. ეს მაგალითი აჩვენებს, როგორ მომაკვდინებლად აისახა შიში და შფოთვა ჯანმრთელობაზე. 
მე ერთი შვილი მიწაში მყავს, ხოლო მეორე იმ უსამართლობის მსხვერპლი,რომელიც ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ახორციელებს უსამართლობამ ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ძლიერ იმოქმედა, როგორ ფიქრობთ არ შეიძლება ამ უსამართლობის მსხვერპლი გახდეს ადამიანი? მანდამაინც ტრაგედია უნდა დამიტრიალდეს რომ ყურადგებით შეისწავლოთ ვითარება ? ჩემი შვილი არის 3 წლის შვილის დედა და ავადმყოფი მშობლების ერთადერთი მარჩენალი, რატომ გაიმეტა ლ.კუხიანიდძემ? 
თქვენ როცა მინისტრი გახდით ბრძანეთ,რომ დავა მასწავლებელსა და დირექტორს შორის თვითონ ადგილზე სკოლაში მოგვარებულიყო .ამის შემდეგ ჩემმა შვილმა კათედრის სხდომაზე მოითხოვა, მხოლოდ 3 კვირეული საათი მისივე კატეგორიის მასწავლებლისგან. დირექტორის მ/შ ამ სხდომის გამო დაუწერა საყვედური თითქოს შეურაცყოფა მიაყენა მას, რაც არ ყოფილა პირიქით საქმის მწარმოებელმა და მისმა ინფორმატორმა მასწავლებელმა, რომელთაც აწყობთ მისი დირექტორობა ხელით წაიწიესჩემი შვილის წინაშე. სიმართლის თქმასა და შეურაცყოფას შორის მე დიდ განსხვავებას ვხედავ. ქ. ლიამ თქვენი მიმართვა, რომ ურთიერთობა ადგილზე მოგვარებულიყო არაფრად ჩააგდო, მეტი რა ვიფიქრო? პირიქით მოამზადა ნიადაგი, რომ სკოლიდან გაანთავისუფლოს. 
ძალიან მაინტერესებს რატომ არ ინტერესდება სამინისტრო ამ სკოლით ? რა ხდება? მე კიდევ მცირე იმედი დამრჩენია, რომ ქართველი ხალხის ოცნებას სიმართლეს მხოლოდ სიმართლეს თქვენს სამინისტროში ერთი ნაბიჯი წინ მაინც ექნება გადმოდგმული. როგორც ქუთაისის რესურს ცენტრი იცავს ლია კუხიანიძეს თქვენს სამინისტროშიც ხომ არ მოაღწია მისმა ფესვებმა ?
ეროვნული სასწავლო გეგმა, ხომ იმას ისახავს რომ სკოლამ მოსწავლე აღზარდოს სამართლიანი, ობიექტური, ტოლერანტი და ა.შ. როგორ ფიქრობთ დედას, რომელსაც სამი წლის შვილის ლუკმას უსამართლოდ გამოგლეჯენ პირიდან ასეთმა სკოლის ხელძღვანელმა როგორი მოწავლე უნდა აღზარდოს? მაგალითის მიმცემი ხომ მასწავლებელი უნდა იყოს? ლია კუხიანიძე სკამისთვის ყველაფერს კადრულობს და თხზავს და რა უნდა ქნას დედამ რომელმაც უსამართლობის გამო შვილს ლუკმა-პური დაუკარგა?
მაინტერესებს რა დარღვევები ვერ ნახეს თუ არ ნახეს? 
საქმის მწარმოებელი, რომელიც ამავდროულად არის დამრიგებელი მე-12 კლასისი და პირველ სემესთრში ჰქონდა 14 კვ.საათი – ეს კანონიერია ? საინტერესოა რამდენი მოვალეობა უნდა შეასრულოს ერთმა ადამიანმა?. მას პირველ სემესტრში ჰქონდა 4 საათი საგანი “სამხედრო ხელოვნება” დანარჩენი 10 სთ საგანი “ისტი” რატომ მისცა ქალბატონმა ლიამ მას ის 4 სთ როცა საზოგადოებრივი მეცნიერებს კათედრაზე საათები ჭირდა.? ჩემს შვილს მხოლოდ 2 კვ.საათი მისცა საგანი “სამოქალაქო თავდაცვა” რომელიც მეორე სემესტრში 12 კვ.საათი ისწავლება .2011-2012 სასწ წლებში საქმის მწარმოებელი იყო მე-11 კლასის როცა ის კლასს არ ასწავლიდა რაც კანონის დარღვევა იყო მაშინ. დირექტორის მ/შ როგორც იურიდიულ პირს აქვს უფლება დაარღვიოს კანონი და მას როგორც უნდა ისე გაანაწილოს საათბი მის მეგობრებში და გუნდის წევრებში? 
როცა სკოლიდან დაითხოვენ დამსახურებულ მასწავლებელს სადამრიგებლო კლასის დავის გამო და მის ადგილს დაიკავებს ქალბატონი ლიასთვის საჭირო მასწავლებელი ,რომელიც ამავდროულად თურქეთში დადის სავაჭროდ და გაკვეთილები უცდება ეს კანონიერებაა ? თურმე იურიდიული პირია და დასაშვები ყოფილა 

ჩემმა შვილმა განცხადებებით მიმართა დირექტორის მ/შ-ს მან არც კი იკადრა პასუხის მიცემა. რა ამის უფლება ჰქონდა ? ეს ხომ პიროვნების დისკრედიტაციაა? არ მითხრათ იურიდიული პირია და ამის უფლებაც აქვსო ?
მე-6 კლასის დამრიგებლობა ჩემს შვილს უსამართლოდ ჩამოართვა მშობლებმა განცხადებით მიმართეს დამრიგებლის დაბრუნების შესახებ, მაგრამ ლია კუხიანიძესთან და რესურს ცენტრთან ვერაფერს გახდნენ უბანში ხმა გაავრცელა თითქოს გამოცდები ვერ ჩააბარა და ამიტომაც ვერ იქნება დამრიგებელი ეს ქალბატონი ლიას ჩვეული წესია მასწავლებლის დამცირება . ჩემს შვილს ჩაბარებული აქვს ერთი გამოცდა პროფესიული უნარები, 
ხოლო მეორე გამოცდის ჩაბარება ვერ მოახერხა ჩემი ტრაგიკული ოჯახური პირობების გამო. მე-6 კლასში ისწავლება საგანი “ჩვენი საქართველო”, რომლის ტრეინინგი გაიარა მან ეს საგანი ლია კუხიანიძემ მისცა ისტორიის სერთიფიცირებულ მასწავებელს, რომელსაც სერტიფიკატი აქვს მე-7-12 კლასის ისტორიის ,როგორ აძლევს დანამატს სერთიფიცირებისას და თუ არ აძლევს მაშინ არის თუ არა მიზანმიმართული, რომ ქალბატონმა ლიამ დასაჯოს და გაამწაროს ჩემი შვილი? როცა კლასიდან დამრიგებელს გამოიყვან და სხვა დამრიგებლით ჩაანაცვლებს მასზე ერთი ნაბიჯით წინ ხომ უნდა იყოს, მაგრამ ის გადაცა მის მეგობარსა და გუნდის წევრს .
კიდევ რამდენი უსამართლობა დავწერო ძალიან შორს წამიყვანს. თქვენი სამინისტრო დაინტერესდეს და შეისწავლოს. რამდენმა მოსწავლემ დატოვა სკოლა, რომ მასთან ვერაფელს გახდა, რატომ ჰყავს ლია კუხიანიძეს ჩემი შვილი ორ კვირეულ საათზე როცა მისივე კატეგორიის მასწავლებელს აქვს 11 სთ. ის ხომ მხოლოდ 3 კვ.სთ ითხოვდა რომ შეძლებოდა სადამრიგებლო კლასი ჰყოლოდა ბავშვების უფლებებიც არ დაირღვეოდა და სამი წლის შვილის ლუკმაც არ დაიკარგებოდა. 
გთხოვთ შეისწავლოთ საქმის ვითარება სწრაფად და სამართლიანად ამას ხომ დიდი დრო არ სჭირდება .ჩემი შვილი სკოლაში პედაგოგებთან ურთიერთობას ერიდება ქალბატონ ლიას ბუნებიდან გამომდინარე მისი მსხვერპლი რომ არ გახდნენ.
ბატონო მინისტრო ნუთუ კიდევ იმ დროში ჩავრჩით “დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?”. 

 
Image

ცალკე საქმეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის შეძენილი ძვირადღირებული , ტელეფონები, რომლებიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 264 000 ლარი დაუჯდა.ხოლო მანქანები, კი 185975 00000

ცალკე საქმეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის შეძენილი ძვირადღირებული მანქანები , ტელეფონები, რომლებიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 264 000 ლარი დაუჯდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელსაც ძვირადღირებულ ავტომობილზე გამოცხადებული ტენდერის სკანდალის გამო კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მიიღებს.

თუმცა, არ არის გამორიცული, ძვირადღირებული ავტომანქანების სკანდალს გაგრძელება მოყვეს. “მოამბისთვის” ცნობილი ხდება, რომ მანქანებზე ძვირიანი ტენდერი მარნეულის გამგეობამაც გამოაცხადა. 80 000-ლარიანი ჯიპი უკვე შეძენილი აქვს გარდაბნის საკრებულოს. სენაკის გამგეობა კი ათასლარიანი სკამების ყიდვას აპირებს.

ცალკე საქმეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის შეძენილი ძვირადღირებული ტელეფონები, რომლებიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 264 000 ლარი დაუჯდა.

 
Video

.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელსაც ძვირადღირებულ ავტომობილზე გამოცხადებული ტენდერის სკანდალის გამო კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მიიღებს.

თუმცა, არ არის გამორიცული, ძვირადღირებული ავტომანქანების სკანდალს გაგრძელება მოყვეს. “მოამბისთვის” ცნობილი ხდება, რომ მანქანებზე ძვირიანი ტენდერი მარნეულის გამგეობამაც გამოაცხადა. 80 000-ლარიანი ჯიპი უკვე შეძენილი აქვს გარდაბნის საკრებულოს. სენაკის გამგეობა კი ათასლარიანი სკამების ყიდვას აპირებს.

ცალკე საქმეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის შეძენილი ძვირადღირებული ტელეფონები, რომლებიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 264 000 ლარი დაუჯდა.

 
Image

ჩხუბი პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს

ჩხუბი პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს

ჩხუბი პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. “ქართული ოცნების” დეპუტატის საქციელს, სავარაუდოდ, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

გიორგი ბარამიძესთან ფიზიკური დაპირისპირების გარდა, სხდომის მოწვევის მიზეზი ის უცენზურო სიტყვებია, რომლებიც დეპუტატმა ოპონენტების მიმართ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში გამოიყენა.

სკანდალური გამოსვლების შემდეგ ჯაჭვლიანს უკვე კოლეგებიც ღიად აკრიტიკებენ. ემუქრება თუ არა “ქართული ოცნების” წევრს რაიმე სანქცია და გამკაცრდება თუ არა პარლამენტართა ეთიკის კოდექსი – მით უმეტეს, რომ წინა კვირას მომხდარი ჩხუბი არც ახლანდელი და არც წინა მოწვევის პარლამენტისთვის პირველი არაა.

 

Tags:

Image

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მარინე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,43 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

 

Tags:

Image

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა,ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა .

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა,ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა .

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჩერმენ ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სხეულით 25 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბუტექსი“ შემოიტანა.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ჩერმენ ა-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

Tags: ,

Image

ლარის კურსი ეცემა

ლარის კურსი ეცემა

ავტორი დავით ცხვარაძე :

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ 37 პუნქტით დაეცა და 1.6858 ნიშნულს მიაღწია.
ეს კი ბოლო ორწელიწად-ნახევრში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტის კურსმა 1.68 ნიშნულს 2011 წლის ივლისის შემდეგ პირველად გუშინ ”გადააბიჯა”.

ლარმა შეუმჩნევლად გაუფასურება ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. 7 ნოემბერს მისმა ღირებულებამ ორწლიანი რეკორდი მოხსნა და 1.6792 ნიშნულს მიაღწია, თუმცა, მედიაში დაწყებული ფართო განხილვების შემდეგ კვლავ გამყარდა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ლარის გაუფასურება ბიუჯეტის ”გადასარჩენად” ხორციელდება, მეორე ნაწილის აზრით, ძველ ხელისუფლებას კურსი ხელოვნურად ეჭირა, დღეს კი ეროვნული ვალუტა ამ კონტროლისგან თავისუფალია.

 

Tags:

Image

ძარცვა, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა

ძარცვა, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა

გასული საუკუნის 60–იანი წლები დიდი ბრიტანეთის ისტორიაში დაუვიწყარი პერიოდია. სწორედ ამ დროს აგორდა პროფიუმოს ცნობილი სკანდალი, ხოლო ინტელიჯენს–სერვისის ერთ–ერთი ხელმძღვანელი კიმ ფილბი რუსეთის აგენტი აღმოჩნდა და მოსკოვში გაიქცა.

– სკანდალები, ქურდობა, ძარცვები მაშინდელი ინგლისისთვის დამახასიათებელი იყო, – წერდა ცნობილი ინგლისელი მწერალი უილიამ კინგსლი ეიმისი, – სხვებთან ერთად, მეც სასოწარკვეთილი ვიყავი და მეგონა, რომ ქვეყანა გადაშენების პირას იყო მისული.
ეიმისს ეპატიება ასეთი კატეგორიულობა, ის ხომ “გაბრაზებული ახალგაზრდობის” ერთ–ერთი ლიდერი იყო და გარკვეულ პერიოდში არნახული მაქსიმალიზმითაც გამოირჩეოდა. თუმცა, მაშინდელ ინგლისში ვითარება ნამდვილად სავალალო გახლდათ.

– ქურდობამ ფართო გავრცელება ჰპოვა. თუკი ადრე ქურდბაცაცები გასაღებით სარგებლობდნენ, ახლა უბრალოდ ვიტრინას ამსხვრევდნენ, რათა მაღაზიაში შეეღწიათ, – წერს ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ალან უინინგტონი, რომელმაც სახელი დეტექტიური რომანებით გაითქვა.

ასეთ დროს მთელი ინგლისი გააოგნა არნახულმა ძარცვამ, რომლის ანალოგიც დღესაც ძნელად თუ მოიძებნება.

აქცია

1963 წლის 9 აგვისტო. სამეფო საფოსტო მატარებელი გლაზგო – ლონდონი შუქნიშანთან გაჩერდა. მემანქანე გაოცებული იყურებოდა აქეთ–იქით, მას ვერ გაეგო, რატომ აინთო წითელი შუქი. ანაზდად, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, საიდანღაც რამდენიმე მამაკაცი გაჩნდა, სახეზე მათ მოთხილამურის ნიღბები ეკეთათ.

– რაო, ბიჭებო, კინოგადაღებაა? – გაიცინა მემანქანემ.

მამაკაცებმა არაფერი უპასუხეს, ერთ–ერთი მათგანი მარდად ახტა კაბინაში. მემანქანემ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, რომ თავში რაღაც მძიმე მოხვდა.

მძარცველებმა სწრაფად ჩახსნეს ერთ–ერთი ვაგონი და რელსზე დააგორეს. ყოველივე წამებში მოხდა, არც ჩხუბი და არც რაიმე ხმაური, დანარჩენი მგზავრები ამაოდ ელოდნენ, როდის განაგრძობდა მატარებელი სვლას. მათ არ იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო – მემანქანე უგონოდ ეგდო.

ერთ–ერთი მცველი მხოლოდ ამის შემდეგ გავარდა კაბინისკენ. რამდენიმე წამში მისმა ღრიალმა იქაურობა გააყრუა:

– გაგვძარცვეს! გაგვძარცვეს!

შემთხვევის ადგილას უმალ გაჩნდა პოლიცია. მან დაადგინა, რომ გამტაცებლებმა ჩახსნეს ერთ–ერთი ვაგონი, სადაც 40 მილიონი დოლარის ეკვივალენტის თანხა (თანამედროვე კურსით) ეწყო და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. იმავე დღეს ლონდონის ტელევიზიით გადაიცა სენსაციური ცნობა:

– გაძარცვულია სამეფო მატარებელი!

აღნიშნული ცნობა უმალ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჟურნალისტებმა მას ერთსულოვნად “საუკუნის ძარცვა” უწოდეს.

დევნა

– ამ დანაშაულის გახსნა ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა! – განაცხადებს თავის სატელევიზიო გამოსვლაში ინგლისის პრემიერ–მინისტრი.

დეტექტიურ რომანებში დანაშაულის გახსნა ლამაზად და გემოვნებით ხდება. გამომძიებელსა და პოლიციელებთან ერთად ამაში მკითხველიც დიდი სიამოვნებით მონაწილეობს. სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ეს ასე არაა, დანაშაულის გახსნა და დევნაც ფრიად რუტინული, მოსაწყენი პროცესია.

უწინარეს ყოვლისა, პოლიციამ გზები შეკრა. ცხადი იყო, რომ დამნაშავეები ამხელა ბარგით შორს ვერ წავიდოდნენ. მაშასადამე, თავს მახლობელ ფერმაზე შეაფარებდნენ. სკოტლანდ–იარდის თანამშრომლებმაც თვალი მოჰკრეს ერთ–ერთ მივარდნილ ფერმას. მართალია, დამნაშავეები იქ ვერ იპოვეს, სამაგიეროდ, დაადგინეს, რომ ხსენებული ფერმა იჯარით ადვოკატმა ფილდსმა აიღო. ამ ადვოკატს “დამნაშავეთა სამყაროს პროფესორსაც” უწოდებდნენ.

– ფილდსის კონტაქტებზე კრიმინალურ სამყაროსთან ლეგენდები დადიოდა, – წერს დეტექტიური რომანების ოსტატი დიკ ფრენსისი, – ახლაც, როგორც კი საქმეში ფილდსის გვარი გამოჩნდა, ეჭვი მასზე მიიტანეს.

თვითმხილველებმა აჩვენეს, რომ დანაშაულის ჩადენიდან ორი კვირით ადრე ხსენებულ ფერმაში რამდენიმე მამაკაცი გამოჩნდა. მათ ფერმერებივით ეცვათ და ისე გამოიყურებოდნენ, როგორც მიწის მუშები. სოფლელები ცნობისმოყვარე ხალხია. ერთ–ერთი სოფლის მცხოვრები, ვინმე ჯიმ ჰოპკინსი, ფერმას მიადგა, აქაოდა ცოტაოდენი სასუქი მომყიდეთო.

– არ გვაქვს, გაგვითავდა, – მიუგეს ჰოპკინსს.

სოფლელს თვალში მოხვდა ის ტლანქი მოძრაობა, რომლითაც ხსენებული პირები მიწას “ამუშავებდნენ”.

– სიცილი ძლივს შევიკავე, – განუცხადა მან პოლიციას, – ცხადი იყო, რომ ბევრ მათგანს ბარიცა და თოხიც ცხოვრებაში პირველად ეჭირა. ამან არ გამაოცა, რადგან ახლა ბევრი ქალაქელი ცდილობს ფერმერობას.

– თუ შეიძლება, გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი?

– დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით.

– მაინც, მაინც…

ფერმერი პოლიციაში წაიყვანეს. მას გამოჩენილი ბოროტმოქმედების უამრავი სურათი დაუდეს. გლეხმა გაიოცა:

– რა სიმპათიური ბიჭებია! მაინც რა ჩაიდინეს?

– ესენი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები არიან!

– ბიჭოს, ვერაფრით ვიფიქრებდი! – ფერმერმა კეფა მოიფხანა, – გარეგნულად კარგ ხალხსა ჰგვანან. რატომ არ აპატიმრებთ, თუკი იცით, ვინც არიან.

– ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოიხადა ციხე, ზოგიც მიმალვაშია.

– რაო? მიმალვაშიო? ეს რაღას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდა მათი მოძებნა, მაგრამ ვერ ვპოულობთ, ჯერჯერობით.

ფერმერი ყურადღებით ათვალიერებდა ფოტოებს. ბოლოს ერთ–ერთზე შეჩერდა:

– აი, ესაა.

– დარწმუნებული ხართ?

– დიახ.

ხსენებულ ფოტოზე გამოსახული იყო ვინმე რეინოლდსი, მეტსახელად იუველირი, მისი სპეციალობა საიუველირო მაღაზიებზე თავდასხმა იყო. ამიტომაც შეარქვეს იუველირი. რეინოლდსი გამოუსწორებელ რეციდივისტად ითვლებოდა.

– ის უფრო მეტხანს ციხეში იჯდა, ვიდრე თავისუფალი იყო, – წერს ჯონ კრიზი.

რეინოლდსი სულ რაღაც წელიწად–ნახევრის წინ იყო ციხიდან გამოსული. ერთხანს გარაჟში მუშაობდა, შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა.

– ალბათ იმალება და შესაფერის მომენტს ეძებს, რათა, ფულით ხელში, საზღვარგარეთ გაიპაროს, – თვლიდნენ სკოტლანდ–იარდის თანამშრომლები.

სამაგიეროდ, ფილდსი ცოცხალი და საღსალამათი იყო. ის თავის სახლში მშვიდად ცხოვრობდა. სკოტლანდ–იარდში აზრი ორად გაიყო: ერთნი თვლიდნენ, რომ ფილდსის ხელის ხლება ნაადრევი იყო:

– ჩვენ მის საწინააღმდეგოდ არაფერი გვაქვს, – ამტკიცებდნენ ისინი, – რომც დავაპატიმროთ, ვერაფერს გავხდებით, სჯობს, ჯერჯერობით, ხელი არ ვახლოთ და ვუთვალთვალოთ. ის თვითონ გაგვიყვანს თავის ამფსონებზე.

– პროფესიონალი შენიშნავს თვალთვალს, – არ ეთანხმებოდნენ მეორენი, – ფილდსი რაიმეს იყნოსებს და გაიქცევა. სჯობს, ახლავე ავიყვანოთ. მის წინააღმდეგ სამხილები საკმაოა, ფერმერი მას ხელს ადებს, მის ძმაკაცებს შორის რეინოლდსიც ხომ იცნეს.

მეორე კონცეფციის მომხრეებმა გაიმარჯვეს. მალე ფილდსი უჩუმრად დააპატიმრეს. ადვოკატი ჯიუტობდა, მაშინ მას პირზე დააყენეს ფერმერი. გამომძიებელმა უთხრა:

– მისმინეთ, ფილდს! თქვენი დანაშაული აშკარაა. სასჯელს ვერ ასცდებით. ასე რომ, ციხეში კარგა ხანს მოგიწევთ ყურყუტი და ადვოკატის პრაქტიკასაც უნდა გამოეთხოვოთ. დაფიქრდით, გაწყობთ ეს?

ფილდსი დაფიქრდა. მართლაც არაფერში აწყობდა, თავად ციხეში მჯდარიყო, მის ამფოსნებს კი ფულით ხელში გარეთ ესეირნათ.

– სად არის რეინოლდსი? სად არის ფული? დამიჯერეთ, ფილდს, ჯიუტობით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებთ. თუკი აღიარებთ, მაშინ შეგიძლიათ შეწყალების იმედი გქონდეთ. თქვენ ადვოკატი ხართ და იცით, რომ აღიარებას სასამართლო გაითვალიწინებს.

– კეთილი, – თქვა ფილდსმა, – ყველაფერს გეტყვით.

მან დაასახელა, სად იმალებოდნენ რეინოლდსი და ბანდის კიდევ რამდენიმე წევრი, თქვა ისიც, თუ სად დამალეს ფული.

– სულ რამდენი იყავით?

– თხუთმეტნი.

– ვის მოუვიდა თავში, მატარებელზე თავდასხმა განეხორციელებინა?

– რეინოლდსს, მან დაგეგმა მთელი ოპერაცია.

– რითი იყავით შეიარაღებულნი?

– მხოლოდ რკინის ჯოხებით.

– ტყუით?

– მართალს ვამბობ, კატეგორიულად მოვითხოვე, რათა აქციაზე არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი არ წაგვეღო.

– რატომ?

– იქ, სადაც იარაღია, მსხვერპლიც არის ხოლმე, ეს კი არაფერში გვჭირდებოდა.

– როგორ დაიგეგმა ოპერაცია?

– ძალიან უბრალოდ. დავადგინეთ, რომ კვირაში ერთ დღეს მატარებელს ფულით სავსე ვაგონს უბამდნენ. ამის შემდეგ შუქნიშანთან პატარა მანიპულაცია და მატარებელი გაჩერდა იქ, სადაც არ უნდა გაჩერებულიყო. დანარჩენი ტექნიკის საქმე გახლდათ.

– ესეც თქვენი იდეა იყო?

– არა, აკი გითხარით, აქცია რეინოლდსმა დაგეგმა–მეთქი. მე მხოლოდ ის გავიტანე, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ წაგვეღო.

რეინოლდსი და ბანდის სხვა წევრები იმავე დღეს დააპატიმრეს, დაბრუნებულ იქნა გატაცებული ფულიც.

რონი ბიგსის ოდისეა

– პარადოქსია, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გულდაწყვეტილი იყო, როდესაც მძარცველები დაიჭირეს, – წერს დიკ ფრენსისი.

მართლაც, ძარცვა უდიდესი ოსტატობით იქნა განხორციელებული. ცხადი გახლდათ, რომ მისი ორგანიზატორები ძალზე ნიჭიერი ადამიანები იყვნენ.

– ნიჭი ყველა საქმეშია საჭირო, – წერს ალან უინინგტონი, – ამიტომ ცოდვაა, ტალანტი ციხეში იჯდეს, თუნდაც ეს ტალანტი კრიმინალური იყოს.

ინგლისური თემიდისთვის მსგავსი სენტიმენტები უცხოა. მან რეინოლდსს 30, ხოლო სხვა მონაწილეებს 20–25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

– საზოგადოება ამ განაჩენს უსამართლოდ აღიქვამდა, – წერს ფრენსისი, – ამიტომ მე მოველოდი, რომ გაიმართებოდა აქციები მოთხოვნით – თავისუფლება ქურდებს.

ეს არ მოხდა, მაგრამ, როდესაც გავრცელდა ცნობა აქციის ერთ–ერთი მონაწილის, რონი ბიგსის გაქცევის შესახებ, ყველა აღტაცებული იყო:

– ყოჩაღ! ყოჩაღ!

მალე კედლებზე გაჩნდა წარწერები:

“რონი, შენით ვამაყობთ! შენ კვლავ გააღვიძე ჩვენში ღირსების გრძნობა!”

“რონი ბიგსმა ყველას აჩვენა, რომ ბებერი, მხიარული ინგლისი არ მომკვდარა!”

ბიგსი უონდოსტვორტის ცნობილი ციხიდან გაიქცა. ტელევიზიით მალიმალ გადასცემდნენ მის პორტრეტებს.

– ერთხელ გავრცელდა ცნობა, თითქოს ბიგსი დაიჭირეს. ინგლისი ნამდვილმა გლოვამ მოიცვა, თუმცა შემდეგ გამოირკვა, რომ შეცდომა მოხდა, – წერს ალან უინინგტონი.

ბიგსმა თავი შორეულ ავსტრალიას შეაფარა. აქ ის სხვისი გვარით იმყოფებოდა. მალე მასთან ცოლ–შვილიც ჩავიდა. გავიდა წლები. რონი ბიგსი თავისთვის უდარდელად ცხოვრობდა, როცა ანაზდად მისით პოლიცია დაინტერესდა. რონიც უმალ მიხვდა, რაში იყო საქმე და გაუჩინარდა. მან თავი შორეულ პანამას შეაფარა. ინგლისელი მაძებრები აქაც არ ასვენებდნენ. რონიზე ნადირობდნენ როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური პირები. კერძი პირთა ერთმა ჯგუფმა, რომელიც ბარბადოსიდან იყო, შესძლო რონის მოტაცება და ბარბადოსზე ჩაყვანა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ინგლისელები სამაგიეროდ დიდძალ ფულს გადაუხდიდნენ. ეს არ გამართლდა, რადგან ინგლისსა და ბარბადოსს შორის არ არსებობს ხელშეკრულება დამნაშავეთა გადაცემის თაობაზე. რონი ბიგსიც გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გააძევეს.

სკოტლანდ–იარდი განაგრძობდა რონი ბიგსის დევნას. მიუხედავად ამისა, ბიგსი უჩუმრად ჩავიდა ლონდონში, რათა ტელეჟურნალისტებისთვის ინტერვიუ მიეცა. იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს “საუკუნის ძარცვის” შესახებ, ბიგსის გარეშე ხომ ვერავითარი ფილმი ვერ გამოვიდოდა.

– რონი უჩუმრად ჩავიდა ინგლისში, მისცა ინტერვიუ და მშვიდობიანად გაიპარა, – ნათქვამია ბი–ბი–სის კომენტარში, – მათ, ვინც მისი მასპინძლობა იკისრეს, პატიოსნად შეუსრულეს პირობა.

სკოტლანდ–იარდი კი განაგრძობდა რონი ბიგსის ძებნას. ბოლოს მას ბრაზილიაში მიაგნეს, მაგრამ დეპორტირება კვლავაც შეუძლებელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ რონი ბრაზილიაში ოჯახს მოეკიდა. იქაური კანონმდებლობის თანახმად, ასეთი პიროვნება ავტომატურად ექცეოდა ბრაზილიური სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. ამრიგად, რონი ბიგსის დაპატიმრება კვლავაც ვერ მოხერხდა.

გადიოდა წლები. 2001 წელს მოხუცი და მძიმედ ავადმყოფი რონი ბიგსი ინგლისში ჩავიდა, რათა იქაურ მართლმსაჯულებას ჩაბარებოდა. დაკითხვაზე მან გამომძიებელს ჰკითხა:

– ჩემი ძველი მეგობრები როგორ არიან?

– არა უშავთ, სასჯელი მოიხადეს, ზოგიერთი გამოსწორდა, რეინოლდსმა თქვენს აქციაზე წიგნიც კი დაწერა.

– კარგი წიგნი გამოვიდა?

– ბესტსელერი.

რონი ბიგსმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. 2009 წელს ის გაათავისუფლეს.

– ბიგსი მძიმედაა ავად. მას კიბო სჭირს. ჰუმანურობიდან გამომდინარე, ჩვენ ის გავათავისუფლეთ, – განაცხადებს ინგლისის იუსტიციის მინისტრი.

ეპილოგი

1963 წლის აგვისტოს აქცია სამართლიანად განეკუთვნება მსოფლიოს ერთ–ერთ უნიკალურ დანაშაულს. ამ თემაზე ბევრი დაიწერა, გადაიღეს არაერთი ფილმი, თუმცა ამ ოპერაციის მონაწილეთა ბუნება ყველაზე კარგად, ალბათ, ისევ რონი ბიგსმა ახსნა:

– რატომ გავძარცვეთ მატარებელი? იმიტომ, რომ ვიცოდით, რომ იქ ფული იყო. ხუმრობა ხომ არაა, ერთი ხელის მოსმით 40 მილიონი იშოვნო!

 

Tags: ,

Image

შორენა თევზაძე : ” ქმარი მომიკლეს და გამოძიებმ საქმე დამიხურა”.

შორენა თევზაძე :   ''  ქმარი მომიკლეს  და გამოძიებმ საქმე დამიხურა''.

ავტორი დავით ცხვარაძე:

2012 წლის 12 სექტემბერს თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ფეხით მოსიარულე სიმონეთის მკვიდრი ვასილ ცხელიშვილი დაიღუპა. ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ვინმე გიორგი კლდიაშვილი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ხელახალი გამოძიებისთვის ქუთაისის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
„ჩემს მეუღლეს ღამით თბილისიდან მომავალი ტაქსის მძღოლი დაეჯახა და გარდაცვლილი ქუჩაში დამიტოვა. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ გამოძიება არ დასრულდა. დღემდე არავინ დასჯილა. მე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას და მკვლელის დასჯას. 35 წლის ასაკში დავქვრივდი. ვარ ინვალიდი, ორი შვილი მყავს გოგონა და ვაჟი. ვის მივმართო აღარ ვიცი. ადამიანი მოკლა, ჩიტი ხომ არა? დამინგრია ოჯახი და პასუხს არავინ აგებს ამაზე. როგორ გავზარდო ორი ობოლი? დასაფლავების ხარჯებიც არ ამინაზღაურა არავინ. ბევრჯერ მივმართე ქუთაისის სამხარეო სამმართველოს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
მთელმა სოფელმა მოვაწყვეთ აქციები პარლამენტთან. სამი დღე ვიშიმშილეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგაქცია. ჯრნალისტებსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ კვლავ მერე მირეკავდნენ და მემუქრებოდნნე, შვილი გყავს გასაზრდელი და გაჩუმდიო. ვთხოვ ხელისუფლებას არ დაუშვას საქმის დახურვა. გამოიძიონ და დასაჯონ მკვლელი”,-ამბობს გარდაცვლილის მეუღლე შორენა თევზაძე.

 

Tags: