RSS

Category Archives: Uncategorized

Image

ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას…

ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას...

ავტორი დავით ცხვარაძე :

ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას…
90-იანი წლებია… დათო ყიფიანი «დინამოს» მთავარი მწვრთნელია, მისი გუნდი დსთ-ის თასის გათამაშებიდან ბრუნდება თბილისში. რეისი შუაღამისას იყო დანიშნული. დომოდედოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დათო ყიფიანს ერთი, სრულიად უცნობი ქართველი კაცი მუხლებში ჩაუვარდა: – შენი ჭირიმე, დათო, პატარა ბიზნესი მაქვს, საქონელი მომქონდა თბილისში გასაყიდად, მებაჟეებმა ტვირთი ჩამომართვეს და 5.000 დოლარს მთხოვენ სანაცვლოდ, თუ არადა, საქონლის ზარალი ჯანდაბას, მიჭერენ და მიშველე რამეო!..

როგორი საქმეა? აქეთ ჩასხდომა მთავრდება, მგზავრები დათოსღა ელოდებიან, იქით ეს გაჭირვებული და აცრემლებული ქართველი იმედიანად შესციცინებს თვალებში.

ყველაზე მთავარი – დათოს უმნიშვნელო თანხა აქვს თან. ღამის 3 საათია, ვის გინდა დაურეკო…

წამებში მიიღო გადაწყვეტილება დათომ, ტელეფონი ამოიღო და წარსულში ცნობილი მეკარის, რენატ დასაევის ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა რენატმა. ხმაზე ეტყობოდა, ნამძინარევი იყო. დათომ მობოდიშებისა და მოკითხვის შემდეგ მოკლედ და კონკრეტულად სთხოვა: – Ренат “срочно нужно 5 тысяч долларов” выручай пожалуйста!ცნობილმა გოლკიპერმაც მოკლედ უპასუხა: – Ты где Давид Давидович? -Домодедово!…

ერთ საათში რენატ დასაევი იმ ყინვა-ყიამათში და «გალალიოდში» აეროპორტში მივიდა და დათო ყიფიანს 5.000 დოლარი მიუტანა! ის დახსნილი უცნობი ქართველი კიდევ ერთხელ ჩაუვარდა მუხლებში ყიფოს, მისი კაცობითა და სიკეთით აღფრთოვანებულ-ატირებული… დათო კი «ტექნიკური»(!) მიზეზის გამო შეფერხებული ლაინერისკენ გაეშურა, სალონში ასვლისთანავე ეკიპაჟს და და მგზავრებს ბოდიში მოუხადა და თავის სავარძელში ჩამჯდარს უშფოთველად ჩაეძინა…

დომოდედოვოდან სახლისკენ მიმავალი დასაევისთვის მანქანაში მჯდომ მეგობარს უკითხავს: – Ренат как ты мог в такой гололед встать в 3 часа ночи и пройти столько киломттрод… ლეგენდარულ მეკარეს დიდი გაკვირვებითა და სიამაყით უთქვამს: – Ты что “парень” сам Давидыч просил! Как я мог иначе поступить?

დილით ყიფომ კიდევ ერთხელ შეაწუხა დასაევი და მოსკოვში იმ ანგარიშის ნომერი აცნობა, რომლიდანაც რენატს 5.000 დოლარი უნდა გამოეტანა!..

წყარო -.psnews.ge/

 

Tags: ,

Image

ქუთაისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სულაბერიძე სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა

ქუთაისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სულაბერიძე სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა

ავტორი- ” მოამბე”

ქუთაისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სულაბერიძე სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვს შეყვარებული ჰყავდა და მასთან შესახვედრად წავიდა, შემდეგ დედას დაურეკა და დაამშვიდა, რომ აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ ამისთვის რამდენიმე წელი დასჭირდება.

ოჯახი ეჭვობს, რომ მარიამი ახალგაზრდა მამაკაცმა გაიტაცა. ისინი რამდენიმე თვის მანძილზე ერთმანეთს სოციალურ ქსელში ელაპარაკებოდნენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

Tags:

Image

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ წიაღობნის დასახლებაში მოხდა

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ წიაღობნის დასახლებაში მოხდა

დავით ცხვარაძე:

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა სოფელ წიაღობნის დასახლებაში მოხდა

როგორც “მოამბე “ს – მოსახლეობამ განუცხად ,დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მსუბუქი მანქანა, სახლში არსებული ქონება, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუქტყვი, ყველა ნივთი თუ საოჯახო ტექნიკა .

ფოთოლა თევზაძე -“საშინელი ხანძარი იყო, 86 კვადრატზე აშენებული სახლი მთლიანად დაიწვა, რაც კი ქონება ჰქონდათ ვერაფერი ვერ გადაარჩინეს, ასევე დაიწვა მანქანა და ფრინველების და პირუქტყვების სადგომი. საშინელი მდგომარეობაა როგორ ეყარა დამწვარ დაფუფქული საქონელი , ფრინველები , ოჯახს არაფერი შერჩა, აბსოლუტურად არაფერი.

 

Tags:

Image

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ვახტანგ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ვახტანგ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ავტორი დავით ცხვარაძე :

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ვახტანგ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში, ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი – 1982 წელს დაბადებული იაგო ნ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვახტანგ მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

წყარო: police.ge

 

Tags:

Image

სამართალდამცავებმა ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი დააკავა.

 სამართალდამცავებმა  ბაჩო  ახალაიას  ადვოკატი   გოგა  ონიანი   დააკავეს.

ავტორი დავით ცხვარაძე :

სამართალდამცავებმა ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი დააკავეს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები” სოციალურ ქსეში წერენ, ამ დროისთვის გოგა ონიანის დაკავების მიზეზები უცნობია. “ნაციონალები” აღნიშნულ ფაქტზე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

ონიანი დღეს საღამოს მის სახლში, იყალთოს ქუჩაზე დააკავეს. ცოტა ხნის წინ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ონიანს წლების წინ, როდესაც ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, მოქალაქისთვის ნარკოტიკის ჩადებას ედავებიან.

 

Tags:

Image

– ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით,-

   - ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით,-

ავტორი დავით ცხვარაძე :

ქუთაისში წითელი რეჟიმის წარმომადგენელი წითლად შეღებეს. ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით, პროტესტი ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია გოქაძემ თანამოაზრეებთან ერთად გამოხატა.
წითელარმიელის ძეგლის აღება, აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველი იქნება.

წითელი არმიის სარდლის ძეგლი საპარლამენტო ქალაქის ერთერთ ცენტრალურ უბანში, ე.წ ზასტავაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში დადგეს.

მონუმენტი საზოგადოების დისკუსიისა და პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

 

Tags: ,

Image

ფეკალური მასებით სავსე შენობა და დანგრეული ოცნებები

ფეკალური მასებით სავსე შენობა და დანგრეული ოცნებები

ავტორი დავით ცხვარაძე : http://www.jurnalisti.net/

გამსახურდიას 85 ა. ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ,მათი თქმით, შენობა სადაც ისინი ცხოვრობენ მთლიანად წყალში დგას , რომელსაც თან ერთვის ფეკალური მასებიც, გარდა ამისა შენობას სახურავი საერთოდ არ აქვს .

ციალა კვარაცხელია, მობინადრე:

„საშინელ მდგომარეობაში ვართ , არავინ გვაქცევს ყურადღებას , რომ იტყვიან კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, შენობა 4 სართულიანია შენობის პირველი სართული კი საერთოდ წყალს უკავია, ბაყაყების ბუდედ გადაიქცა, სარდაფები საერთოდ დატბორილია, ბინას არ აქვს ჭერი.

წვიმს ისევე როგორც გარეთ, ბევრჯერ ვითხოვეთ დახმარება, თუმცა არავინ დაგვხმარებია, გვპირდებიან გადაყვანას დღეს ,ხვალ, ზეგ ,მაგრამ დღეები კვირები, თვები, წლებიც მიყვა ამ ყველაფერს .

გვიწევს ანტისანიტარიაში ცხოვრება, შენობა სავსეა ვირთხებით , ბაყაყებით , ხვლიკებით . რამოდენიმე კვირის წინ 4 წლის მძინარე ბავშვს ხვლიკმა ხელზე გადაურბინა.

ჩვენ ცხოვრებას ცხოვრება არ ქვია ,საიდან წამოვედით და სად ვცხოვრობთ, გვაწამებენ ასე ქვია. ჩვენი სახსრებით არაფერი შეგვიძლია, შენობაში არის რამდენიმე ბენეფიციარი, რომელიც ვერ დადის, ვერ დგება და დახმარება სჭირდება, აქ კი არაფერი გვაქვს, არ არის წყალი , გაზი ,დენიც ძალიან ხშირად ითიშება .

საშინელ დღეში ვართ , შენობა იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია, გაყვანილობებიც არ არის. კანალიზაციის მილებზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი,სარდაფები სავსეა ფეკალური მასებით, ზაფხულში ვერ ვჩერდებით საშინელი მდგომარეობაა .

8 ოქტომბერს მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი იყო მოსული,დაგვპირდა გადაყვანას, მაგრამ როგორც ხედავთ აქ ვართ .

შენობაში 16 ოჯახი ვცხოვრობთ, რამდენიმემ მდგომარეობების გამო სანათესავოს შეაფარა თავი . გვყავს ბავშვები, სტუდენტები, პატარების აქ კი ცხოვრება არანაირად არ შეიძლება .

ცენტრალური არხის ტელევიზიებითაც ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება , იმედს რამდენჯერმე დავურეკე მაგრამ იმედის ჟურნალიოსტი ჩვენამდე ვერ მოვიყვანე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი,არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემები , ჩვენ კი ვერავის ვაწვდენთ ხმას ,ვისაც მივაწვდინეთ გვატყუებენ დღეს ხვალ ზეგ და ასე გადის უკვე წლებია .

 

Tags:

Image

თქვენ, მამა გაბრიელმა გამოცდა მოგიწყოთ!

თქვენ, მამა გაბრიელმა გამოცდა მოგიწყოთ!

ავტორი ლელა თოლორდავა: http://aianews.ge/ .

დიდად მორწმუნეობით არ გამოვირჩევი,მაგრამ ვცდილობ, რაც შემიძლია მადლი ვაკეთო და ამით მაინც ვაამო უფალს, რომლის არსებობაში ეჭვი არ მეპარება…

მჯერა სასწაულების და ამ სასწაულებში, ღმერთის ხელის…

გუშინ, ყველა გზა მცხეთაში რომ მიდიოდა, იმ გზაზე მე არ ვიდექი… ვიჯექი კომპიუტერთან და სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს წმინდანთან დაკავშირებულ ყველა ამბავს, რომელსაც აქტიურად აშუქებდნენ საინფორმაციო საშუალებები…

იმ ზღვა ხალხს კი, ვინც მცხეთაში იდგა, სამწუხაროდ, როგორც გაირკვა ,,ჩაწყობა” ჭირდებოდა ბერის უხრწნელ სხეულთან მიახლოებისთვის….

ფეისბუკზე ბევრ კომენტარში ერთი გამოვარჩიე და– ,,რა საჭიროა მცხეთაში წასვლა, მამა გაბრიელი სხეულით კი არა, სულით ახდენს სასწაულსო”…წერდა ერთი…

გვიან ღამით, გაივსო ფეისბუკი ფოტორეპორტაჟებით, მეც ავტვირთე მამა გაბრიელის ფოტო და…

დილით საპატრიარქოდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს ფოტოს აღება, მამა გაბრიელის ფოტოს ნაცვლად, მამა გიორგი ბასილაძის ფოტოს ავრცელებთო…მთხოვეს წაშლა, მაგრამ ინტერნეტსივრცეში გაბნეული ფოტოს წაშლა არავის ძალუძს…

აიტაცა ინტერნეტსივრცემ ფოტო და კომენტარები არ დაიშურა მორწმუნეებმა…40 ათასზე მეტი ვიზიტორიდან მრავლად იყვნენ ისეთები , ჩემს ჩაქოლვას რომ ფიქრობდნენ, უფრო მეტი ისეთები– სარწმუნოების მტრად, ამაზე მეტი – უვიცად და მცირე ნაწილი კი, ამაოდ ცდილობდა ჩემს დაცვას და სანაცვლოდ, თვითონვე იღებდნენ დარტყმებს….

ნიაღვარივით მოხეთქილმა მნახველებმა, საფრთხე შეუქმნა ,,აიანიუსსაც” და რამდენიმე საათით მწყობრიდან გამოვიდა სერვერი და როგორც გაირკვა, ჩვენს ჰოსტინგზე შემავალ ორასამდე საიტს შეექმნა საფრთხე…

ტექნიკურმა სამსახურმა, მოგვიანებით მოახერხა ამ ხარვეზების აღმოფხვრა…

ფოტოს შეცვლაც მოხერხდა ,მაგრამ იმ ათასობით გაზიარებულ ფოტოს , ყოველ წამს ემატება მნახველები… ეს კი, უმართავი პროცესია….

რასაც არ ეშველება, იმაზე დარდიც სისულელეა ალბათ, არც იმ ხალხზე, გამოყოლას ვგეგმავ ვინც მზად არის ანტიქრისტეობაც დამწამოს…. არადა, მამა გაბრიელი სიყვარულს ქადაგებდა, მიტევებასა და ერთმანეთის სიყვარულს შთააგონებდა მრევლს….

მე მჯერა მამა გაბრიელის სასწაულების, მჯერა იმიტომ, რომ ახლა ჩემს თავზეც გამოვცადე… ყველაზე ბევრი მნახველი დღეს ჰყავს ,,აიანიუსს”, ყველაზე დიდი პიარი დღეს გაუკეთდა საიტს, ანტირეკლამაც რეკლამაა… აბა გაბედეთ და შემომედავეთ ახლა, ეს სასწაული მამა გაბრიელმა მომივლინა და დამანახა, რომ ყველაფერ ცუდში, კარგიც შეიძლება იყოს…

თქვენ კი, ათიათასობით ფოტოს მნახველნო, მგონია, რომ გამოცდა მოგიწყოთ მამა გაბრიელმა… რატომ ამირჩია მე , ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად ვიპოვნი….

მე მცხეთის გზას არ დავდგომივარ გუშინ, მაგრამ მამა გაბრიელმა სასწაული მომივლინა….

წყარო – საინფორმაციო ვებ-გვერდი “აიანიუსი”

 

Tags:

Image

დღეს მამა გაბრიელის საფლავს გახსნიან

დღეს მამა გაბრიელის  საფლავს გახსნიან

ავტორი AIAnews.ge. :

წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საპატრიარქოს განცხადება პატრიარქის მდივანმა , დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა. განცხადების თანახმად, ღირსი მამის გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო დამატებით საზოგადოებას აცნობებს, რომ ნეშტის გამობრძანება მოხდება შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და თავად გადაიხდის პარაკლისს.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათიდან (და არა ადრე გამოცხადებულ 18:00 საათზე) სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი დაიწყებს 19:00 საათზე. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე.
წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.

ავტორი AIAnews.ge.

 

Tags:

Image

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება

ავტორი თამთა კაკაურიძე “თვითმმართველობა ის პირველი გაჩერებაა, როდესაც ინდივიდუალური ადამიანი ეხება დემოკრატიულ პროცესებს, სისტემას და ხედავს, რა სარგებელია ამ სისტემაში,“ _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის მიღებას მიესალმება.
“თუმცა, თქვენ იცით, რომ რეფორმა ახლა მხოლოდ იწყება. 2014 წელს ჩვენს წინაშე დგას სერიოზული ამოცანა, არა მხოლოდ ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეალურად ავამუშაოთ თვითმმართველობის სისტემა. მივესალმები იმას, რომ მერები და გამგებლები ახლა მხოლოდ პირდაპირი წესით აირჩევიან. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს თვისობრივად უკეთესი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის შედეგადაც დავასრულებთ 2012 წელს დაწყებულ პროცესს დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, სადამკვირვებლო მისიებმა, საზოგადოებამ უცებ არ გაიგოს არჩევნების შესახებ და მზადება დაიწყოს, მინდა მოგახსენოთ, რომ არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს დაინიშნება. შესაბამის განკარგულებას მე ხელს მას შემდეგ მოვაწერ, რაც პარლამენტი საარჩევნო კოდექსს მიიღებს. თვითმმართველობაში და სახელმწიფოს მმართველობაში ეთნიკური, რელიგიური, სოციალური ჯგუფების ჩართვა, თანამონაწილეობის შეგრძნების გაზრდა არის მნიშვნელოვანი,“ _ განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: www. gurianews.com

 

Tags: