RSS

Category Archives: Uncategorized

Image

დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით სახელმწიფო მოხელეები დააკავეს.

დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით სახელმწიფო მოხელეები დააკავეს.

ავტორი დავით ცხვარაძე :

დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით სახელმწიფო მოხელეები დააკავეს.
სამართალდამცველები მათ საბუთების გაყალბებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი გასცემდნენ ყალბ საბუთებს, რის შემდეგაც ბაზრებსა და მაღაზიებში უვარგისი ხორცი შედიოდა.

დაკავებულები არიან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

 

Tags:

Image

ქუთაისელი “პატრიოტები” თვითმმართველობის კოდექსს იწუნებენ .

ავტორი დავით ცხვარაძე :

„საქართველოს ალიანსის“ წევრები „ადგილკობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს იწუნებენ.

პარტია „საქართველოს ალიანსის“ წარმომადგენლება პარლამენტის მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პარლამენტმა ისე დაამტკიცა, რომ მის განხილვაში ადგილობრივი თვითმმართველობები არ ჩართულა.
„ როგორც წესი, თვითმმართველობები იღებენ ამ კოდექსს, მაგრამ პარლამენტმა მათი ჩარევის გარეშე მიიღო კანონი ,
„ წარმოუდგენელად მიმაჩნია კოდექსი მიიღო ისე, რომ თვითმმართველობასთან არ გქონდეს კომუნიკაცია. რომ ახალი კოდექსით არარის გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო და ამ ორგანოს ხელმძღვანელი-მერის რწმუნებული.“-განაცხადა „პატრიოტმა“ტარიელ მესხმა,
პარტიის წევრების თქმით აღნიშნული გადაწყვეეტილება დაახლოებბით 200 ადამნიანზე მეტს უმუშევარს დატოვებს,
„ კანონები როგორც მტკიცდება , ისევე იცვლება. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, შექმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს თვითმმართველებთან და კოდექსში არსებულ ხარვეზებს მალევე გამოასწორებს“-

 

Tags:

Image

ფრთხილად !. საქართველოში მევახშეობის ეპიდემია მძვინვარებს

ფრთხილად !.   საქართველოში   მევახშეობის  ეპიდემია  მძვინვარებს

ავტორი დავით ცხვარაძე:

90-იან წლებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მოქალაქეებს თავის გადასარჩენად სხვადასხვა გზებისკენ უბიძგა, ზოგი ქვეყნიდან გადაიხვეწა და უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩენდა ოჯახს, ზოგმაც კრიზისს ვერ გაუძლო და უკიდურეს ფორმას, თვითმკვლელობას მიმართა, ზოგმა კი ლუკმაპურის საშოვნელად მაღალპროცენტიანი სესხი აიღო და ასე გადაწყვიტა ეარსება.

რუბრიკის სტატია ეძღვნება ე.წ კერძო მევახშეებისგან და ბანკებისგან დაზარალებული ადამიანების პრობლემებს, სადაც ისინი საკუთარი გაჭირვების შესახებ ჩვენს მკითხველს უამბობენ, გთავაზობთ ინტერვიუს ე.წ იპოთეკით დაზარალებულ პირებთან, ვინც ბანკის თუ კერო პირის მიერ გასესხებული მაღალპროცენტიანი სესხით სარგებლობს, მაგრამ ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო მის დაფარვას ვერ ახერხებს და ნახევარზე მეტმა საცხოვრებელი ან დაკარგა, ან მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

რესპონდენტი: მარინა სუპატაშვილი

ქვეყნის ნგრევა ჯერ კიდევ შევარდნაძს დროიდან დაიწყო, როდესაც ე.წ პრივატიზაცია გამოცხადდა.

ფაბრიკა-ქარხნების პრივატიზაცია კი არა, “პრიხვატიზაცია” მოხდა , პირველ ეტაპზე ფაბრიკა-ქარხნები მუშა მოსამსახურეებმა შეიძინეს ,მაგრამ მეორე ეტაპზე იძულების წესით ჩამოართვეს მშრომელ ხალხს ქონება და კლანური გადანაწილება მოხდა, ამიტომ მშრომელი ხალხი უმუშევარი დარჩა ,ეკონომიკურმა კრიზისმა მოსახლეობას სახლებიდან ძვირფასი ნივთების გამოტანა და გაყიდვა დააწყებინა , ეს ყველაფერი რომ ამოუთავდათ ქვეყნიდან გადინება დაიწყეს საზღვარგარეთ, მოჯამაგირეებად და იაფ მუშახელად, ხოლო მათი გამოგზავნილი ფულებით ხელისუფლება სარგებლობდა , საბანკო ბრუნვებით გადასახლებებით და ასე შემდეგ .

არასწორ პრივატიზაციას შეურიგებელმა მოქალაქეებმა , სამართლის საპოვნელად პროკურატურას მიმართეს, მაგრამ ვერ იპოვეს , რადგან სამართალი არც მაშინ არსებობდა , ადამიანების გასაჭირმა პიკს რომ მიაღწია, ოპოზიციად მოგვევლინა შევარდნაძის უბეში გამოზრდილი გველის წიწილები , რომლებმაც ქვეყანა დაყვეს და იბატონეს .

ამ დროს გამოჩნდა ვითომ სამშობლოს ტკივილით გულანთებული ანტიყმაწვილი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შევარდნაძის სიძულვილის გამო ხალხმა გაუთვიცნობიერებლად მისცა ხმა და პრეზიდენტად აირჩია.

2003 წელს სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ ხალხს ეგონა რომ უკეთესი მომავალი ექნებოდა, მაგრამ შეცდა, მიშამ მოიყვანა მისი ხროვა , ყოველივე ქართულის წაშლა დაიწყეს და განაცხადეს, ისტორიის ათვლას პირველები ჩვენ ვიწყებთო.

მართლაც საქართველოში პირველად დაიწყეს აღვირახსნილი ცხოვრება , შექმნეს სიკვდილის ბრიგადები და თუ ვინმე წინ აღუდგებოდა ქუჩაში ხვრეტდნენ, მაგალითად (გურამ შარაძე ) და კიდევ მრავალი სხვა.

ორასმა კაცმა მოირგო ქვეყანაში და ქვეყნის გარედ ფუფუნებით ცხოვრება, დანარჩენი საქართველო ღატაკად აქციეს , ხალხის ნაკადი არალეგალუური გზით დღემდე გაედინება საზღვარგარეთ.

რამდენი ჭაობში დაიხრჩო , რამდენი მესაზღვრეებმა დახვრიტეს , რადგან გადაპარვით მიდიოდა, რამდენი დედა გათხოვდა , რამდენმა კაცმა დაანგრია ოჯახი, რის გამოც ქუჩაში დარჩენილი შვილები არასწორ გზას დაადგნენ და მიშას ხროვამ გზა ციხისკენ გაუკვალა. შემოიღეს გირაოს წესი, ამ დროს ყოველ ორ მეტრში გახსნეს ბანკები , მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ცოტა ხანში მას მოჰყვა ე.წ მევახშეების ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც იმ დროს ბევრ გაჭირვებულს დაეხმარა, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში უსახლკაროდ დარჩენით ან უარეს შემთხვევაში თვითმკვლელობით დასრულდა.

ხალხი ხელისუფლების დაგებულ მახეში გაება, ბანკებიდან დაიწყეს კრედიტების გამოტანა, მაგრამ მაღალი პროცენტის გამო უმეტესობამ მისი დაფარვა ვერ შეძლო,სწორედ აქ დაიწყო დიდი დეპრესია.

ბანკების შემდეგ აქტუალური გახდა კერძო პირების, ე.წ მევახშეების თემა, რომლებიც ბანკებთან შედარებით, უფრო მაღალპროცენტიან სესხებს გასცემდნენ, მაგრამ ხალხი იძულებული იყო რისკზე წასულიყო, ადამიანებს ეკონომიკურ კრიზისთან ერთად სულიერი კრიზისიც დაეწყო.

გასაჭირში მყოფი იძულებული ხარ დადო კაბალური ხელშეკრულება და თანხმდები სულ მცირე წლიური 60$პროცენტს გადახდას, კრედიტი კი განუზომლად იზრდება, ეს ბიზნესი კი არა ყაჩაღობაა, მაგრამ ამ ყაჩაღების ლობისტი ვინ არის ?….

უდიდესი შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, ქართველ ხალხს ფიცი მისცა, ოღონდ ამირჩიეთ და უკეთეს მომავალს მოგიტანთო ,დანაპირები მართლაც ზღაპრად დარჩა , ქართველმა ხალხმა იწამა ბიძინას სიტყვა, ქუდზე კაცი გამოვიდა და ურჩხული დაამარცხეს.

მეორე წელი დაიწყო, ბიძინა მოვიდა და კიდევაც წავიდა, მაგრამ ქართველი ხალხის მდგომარეობა გაუარესდა ვიდრე ოდესმე ყოფილა ,ქვეყანაში მევახშეობის ეპიდემია ბობოქრობს.

მოსახლეობის თითქმის 50-60 % საცხოვრებელს კარგავს, გააქტიურდა იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა და პარლამენტს მიადგნენ , მოსახლეობა დაბალპროცენტიან, გრძელვადიან სესხს ითხოვს , რასაც ივანიშვილი დაჰპირდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

პარლამენტში პატიოსანმა დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს და ხალხს დახმარებას დაჰპირდნენ , პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია ,მე-2 და მე-3 მოსმენაზე კი სხდომათა დარბაზში ბომბის შესაძლო არსებობის გამო გამოცხადებული განგაშის გამო მოსმენა ჩაიშალა.

რამოდენიმე დღეში ტელევიზიით გამოდის ბიძინა ივანიშვილი, ბლოკავს საკითხის განხილვას და ავტორის მიერ წარდგენილ კანონპროექტს სიყმაწვილის თავხედობას უწოდებს.

ივანიშვილმა წასვლამდე განაცხადა, საზოგადოებრივ სექტორში გადავდივარ.,მაგრამ ისეთ გუნდს დავტოვებ ჩემს დანაპირებს გააკეთებსო ,ირკვევა რომ ბიძინა კი არ წავიდა გაიქცა, წასვლა დაერქმეოდა თუ დანაპირებს შეასრულებდა და შემდეგ წავიდოდა , ვის იმედზე დაგვტოვა ბიძინამ?, რომელ დეპუტატსაც ვხვდებით და დანაპირებსაც ვახსენებთ პასუხს ასეთს გვეუბნებიან :” მე არაფერს დაგპირებივართ ვინც დაგპირდათ პასუხიც იმას მოსთხოვეთო”, ხოლო თითს კი ბიძინასკენ იშვერენ .

რაც შეეხება დეპუტატ დავით საგანელიძეს, მას ბიზნესი და ყაჩაღობა არ უნდა ეშლებოდეს, ოთხი მოწვევის დეპუტატია, სხვა არაფერი უკეთებია ქვეყნისთვის , საკუთარი ბიზნესის გაფართოებისა და დაცვისათვის და ამის იმედზე დაგვტოვე ბატონო ბიძინა ? ასევე არ უნდა ესწავლებოდეს ბიზნესი და ყაჩაღობა იურისტს .დ. კუკაშვილს , რომელთანაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვინ არ ვიშუამდგომლეთ მასთან, მაგრამ არ შეგვხვდა “ჩორნი ხოდებით დადის პარლამენტში” .

უნიათოები არიან, გამოდის რომ ესენი ბიძინას საყვარელი მევახშეები არიან , ახლა რატომ დუმს ? როცა ვკითხეთ საკითხთან დაკავშირებით პასუხი გაქცეულმა გვიპასუხა, “ეს საკითხი ჭედავსო”, ფრთხილად მევახშე სიდედრების დეპუტატო სიძეებო , დროზე მოეგეთ გონს,
თორემ ეკონომიკურად სულიერად განადგურებული ხალხის გაბოროტება ძვირად არ დაგიჯდეთ!

ბატონო ბიძინა თქვენ მოღალატე უფრო ხართ ქართველი ხალხისა ვიდრე აღმშენებელი, თქვენ ხალხს ყველაზე დიდი რამ წაართვით მრწამსი მოუკალით , იმედი წაართვით, ქუჩაში განადგურებული დატოვეთ , სად არიან ახლა თქვენი შვილები ? რომლის ხათრითაც პოლიტიკაში მოხვედით ?

ბერამ კი სიმღერით „ საქართველო ჩვენ ვართო” ქვეყანა შემოიარა , ახლა ვუსვამ კითხვას ორივეს ვინ დაგვეხმარება გაჭირვებულ ხალხს ? ბერა, მევახშეები მამათქვენმა დაიცვა.

ეხლაც იმღერებ მამაჩემის მეტი არ მყოლია მე კერპიო ? ჩვენ ის ქართველები ვართ , რომლის პრობლემაც საქართველოში წარმოიშვა და ამ ქვეყანამ უნდა მოაგვაროს კიდეც , თუ ჩვენი გადახდილი თანხის პროცენტი ბიუჯეტში შედის, მაშინ რატომ არ არის ხელისუფლება
პასუხისმგებელი ჩვენი საკითხის მოგვარებაში? ვინ ლობირებს ამ უთოფო ყაჩაღებს .

ორჯერ მოგვატყუეთ ბატონო ბიძინა ქართველი ხალხი , ერთხელ საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ნდობის გამოცხადება გვთხოვეთ და იმაზე მეტს გაგიკეთებთ ვიდრე დაგპირდითო . მართლაც არც ერთ ხელისუფლებას რომ არ გაუკეთებია ის გააკეთეთ , საცხოვრებელი სახლები დაგვატოვებინეთ .და თქვენ დაიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს ?

მეორე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთხელ კიდევ მოგვატყუეთ , მენდეთ და ჩემი არჩეული პრეზიდენტი აირჩიეთო, აქაც რომ მოგვატუეთ და “სამი თითის კომბინაცია” გაგვიკეთეთ . მესამედაც ხომ არ აპირებ ჩვენს მოტყუებას ? ადგილობრივ არჩვენებთან დაკავშირებით?ეხლა ვნახოთ ვინ მიიღებს სამი თითის კომბინაციას!

შევარდნაძიდან დაწყებული ნგრევა სააკაშვილმა გაანაგრძო და ბიძინამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ქვეყანას.

50-60 პროცენტი გაკულაკებულია , არა ოქრო, არა ძვირფასი ნივთი , არა საცხოვრებელი, არა სამუშაო .

ნუ გძინავთ ქართველებო, სამართალი არც შევარდნაძის არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის დროს არ ყოფილა , თორემ სამართალი რომ ყოფილიყო ხელისუფლების სახვეწარი რა გვექნებოდა ?

ხალხის გულუბრყვილობით ისარგებლეთ და ააგეთ ოცნების კოშკები, რომელმაც ბევრი ახლაც მეოცნებე დატოვა მარტო.

ხალხი ჭამს ერთმანეთს, არა ეს ჯობია დ არა ესო, ხელისუფლებამ რა გააკეთა ან ერთმა ან მეორემ? .

გამოფხიზლდით ქართველებო ერს სიამაყე ხომ არ დაგვიკარგავს, ერთად დავდგეთ და ამ უცხო ქვეყნებიდან მართული კაცუნები აღლუმით გავაცილოთ ჩვენს მიწა წყლიდან ,მალე ადვოკატების სიას მოგაწვდით ფაქტებთან ერთად.

ვამზადებთ საერთო სარჩელს თაღლით მევახშეებზე , ვნახოთ როგორ დაგვიცავს სამართალი , ხელისუფლების წარმომადგენლები უარს არ გვეუბნებიან, დროს წელავენ , მესამე არჩევნებს ჩაგვატარებინებენ და შემდეგ ამოგვკრავენ ალიყურს , ყველაზე დიდი ინვესტორი მოვიყვანეთ სათავეში და ინვესტიცია სად გვეძებნა ? ჩვენზე გაცემული სესხი თუ არ გაამდიდრებდა ბიძინას არც აზარალებდა , მაგრამ ისევ გრძელდება ქართველების და ქართული ოჯახების განადგურება , რადგან საქართველომ როგორც ტრადიციულმა ქვეყანამ არ უნდა იარსებოს . ეს მოწოდება დღემდე ძალაშია .

 

Tags:

Image

ავტოქარხნის 30-ე საჯარო სკოლას მევახშე პედაგოგი ჰყავს?

ავტოქარხნის 30-ე საჯარო სკოლას მევახშე პედაგოგი ჰყავს?

ავტორი დავით ცხვარაძე :

იპოთეკით დაზარალებული პირების პერმანენტული აქციები ადგილს იცვლის და პარლამენტის ტერიტორიიდან, ამჯერად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინაცვლებს. მაგალითად, დღეს, დაზარალებულები ავტოქარხნის 30-ე საჯარო სკოლის წინ შეიკრიბნენ და სკოლის ეზოში აქცია გამართეს როგორც თავად ამბობენ მიზანმიმართულად. მარინა გვადიბაძე, იპოთეკით დაზარალებული: „ამ სკოლაში ასწავლის დაწყებითი კლასების პედაგოგი , რომელსაც მეორე უძველესი პროფესია აქვს – ის მევახშეა. აუქციაონის წესით გაყიდულ ბინებს მინიმალურ ფასად იძენს, ერთს შვილს ჩუქნის,მეორეს-ნათესავს და მესამეს, თავად იტოვებს . სწორედ ამ უკანონო გზით, ჩემი საცხოვრებელი სახლი 9 ათას დოლარად შეიძინა და უკან დაბრუნების სანაცვლოდ კი 30 ათას დოლარს მთხოვს. თუმცა, სანამ იყიდიდა, მე მას შევევედრე შვილმკვდარი დედა ვარ და ნუ იყიდი ამ ბინას მეთქი, მან კი მითხრა: აუქციონზეა გატანილი და რასაც მინდა იმას ვიზამო .“ თავად სკოლის პედაგოგთან, რომელიც დაწყებით კლასს ასწავლის, ნინო უღრელიძესთან ვცადეთ დაკავშირება მაგრამ გვითხრეს, რომ ნინა სახლში არ იყო . სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებს და პროვოკატორს უწოდებს, ამ საკითთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ჩემი მასწავლებელი არანაირ მევახშეობას არ ეწევა და მას სინდისი აბსოლიტურად სუფთა აქვს, ამაზე მე შემიძლია თავი დავდო, რადაგნ მას მსგავსი არაფერი ჩაუდენია. რომ ჩაედინა მე აუცილებლად მეტყოდნენ . ნინას კარგად ვიცნობ, დიდი ხანია ამ სკოლაში მუშაობს , მაგრამ ეს აფსურდული ბრალდებაა სიმართლეს არ შეესაბამება.“ მან ასევე განაცხადა, რომ თუ კი მასწავლებელი რაიმე ამის მსგავს ქმედებას ჩადის სკოლის გარეთ, მე მასზე ვერაფერს ვიტყვი. რადაგნ მან იცის მისი საქმე.” იპოთეკარები 30-ე სკოლის წინ პერმანენტული აქციების გამართვას კვლავაც აპირებენ.

 

Tags:

Image

„ნაციონალები“ ახალ სისხლს ისხამენ

„ნაციონალები“ ახალ სისხლს ისხამენ

ავტორი ჟანა ჯანელიძე :

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზენტაცია გამათა, სადაც პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე:

„მთავარია, მეტი აქტიურობა, მეტი თავისუფლება, გახსნილობა და შიდა დემოკრატია, რაც აუცილებელია ნებისმიერი პორტიის განვითარებისათვის. ამ ყველაფერში იგულისხმება ის, რომ, იქმნება რაიონული საბჭოები, რომელთა მმართველებას არა პირდაპირ დანიშნავენ, არამედ აირჩევენ მათი მხარდამჭერები. პრაიმერის გზით გამოვლინდება ჩვენი პარტიის მერობის და გამგებლობის კანდიდატებიც. ჩვენ ნებისმიერი შიდა დემოკრატიისათვის გახსნილები ვხდებით. ევროპული მომავალი, მმართველობის თავისუფალი სისტემა, ეს არის პრიორიტეტები. არ უნდა მოხდეს ძალაუფლების დემონსტრაცია ისე, როგორც ხდებოდა ადრე და, სამწუხაროდ, როგორც არის დღეს. მზადებას ვიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის“.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიას ახალი წევრები უკვე შეემატა და შემდეგშიც არაერთი ახალი სახე გამოჩნდება მათ რიგებში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა.

„დღვანდელი სავსე დარბაზი მოწმობს იმას, რომ საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ინტერესი არ გამქრალა. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობის შესაბამისად, უნდა მოვახდინოთ ტრანსფორმაცია. უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა არჩევნებში დამარცხებული პარტია არ გამქრალა პოლიტიკური რუკიდან და კვლავაც განაგრძობს ბრძოლას დემოკრატიის ამაღლებისათვის,“ – განაცხადა გია თევდორაძემ

გაზეთი…p.s.

 

Tags:

Image

საბავშვო ბაღებმა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო

საბავშვო ბაღებმა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო

დათო ცხვარაძე :

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო საბავშვო ბაღებმა. სკოლამდელი დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დაათვალიერეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი დაინტერესდა პატარების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის საკითხით. ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის გოჩა ჯიქიას განმარტებით მოგვარებულია ბავშვებისათვის ჯანსაღი პროდუქტების მიწოდების საკითხი. პატარების კვების რაციონი მრავალფეროვანია, ისინი კვირაში ოთხჯერ ხორცის პროდუქტებით იკვებებიან, სისტემატიურად იღებენ თევზს, ბოსტნეულსა და ხილს. სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამჯამად ათი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

 

Tags:

Image

წყალტუბოს მუნიციალიტეტის სოფელ ცხუნკურის №1 საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია,

წყალტუბოს მუნიციალიტეტის სოფელ ცხუნკურის №1 საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია,

ავტორი დავით ცხვარაძე :

წყალტუბოს მუნიციალიტეტის სოფელ ცხუნკურის №1 საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია სახურავი, საყრდენი კედლები და ჭერი… სპეციალისტთა განმარტებით აუცილებელია სკოლის სრული რეაბილიტაცია, რასაც საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ფხაკაძის განმარტებით, გასულ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეკეთებითი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ახალი საყულიის, ტყაჩირის, ოფშკვითის, ოფურჩხეთის საჯარო სკოლებში.
სავარაუდოდ 2014 წელში მოხდება სოფელ ცხუნკურის სკოლის სრული რეაბილიტაცია, ყველა საჭირო დოკუმენტი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში უკვე წარდგენილია.

 

Tags:

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

ავტორი დავით ცხვარაძე :  

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლში მოქმედი, ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1958 წელს დაბადებული თეიმურაზ გ, 1985 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1985 წელს დაბადებული ნიკო კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ეწეოდნენ.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 4 პისტოლეტი, ხოლო ზურაბ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან 1 პისტოლეტი და 3 ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 4 ერთეული გლოკის სისტემის პისტოლეტი, 1 კუსტარული წესით დამზადებული ავტომატური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 3 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რაც 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).Image

 

Tags:

Image

კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ასევე ..იზრდება დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 5 ს აღწევს

კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა.  ასევე ..იზრდება დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 5 ს  აღწევს

ავტორი დავით ცხვარაძე :

კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ჯავშანტრანსპორტიორები მთავარ გამზირზე გამოიყვანეს. კიევში სრული მობილიზაციაა. ხელისუფლება ძალოვან სტრუქტურებს, ოპოზიცია კი მხარდამჭერებს იბარებს.იზრდება დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 5 ს აღწევს. სამივე აქციის მონაწილეა. უკრაინული მედიის ცნობით, გრუშევსკის ქუჩაზე ორი დემონსტრანტი სნაიპერის ტყვიით არის გარდაცვლილი.
რამდენიმე საათია სროლისა და აფეთქებების ხმა არ წყდება. “ბერკუტი” ყუმბარებს და ცრემლსადენ გაზს ისვრის, პარალელურად ცდილობს აიღოს ბარიკადები. შეტაკებები ამ წუთებში რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს.მედიის ცნობით, სპეცრაზმი საბოლოო შტურმისთვის ემზადება. დავალება მიღებულია – სრულად გაწმინდონ ქალაქი. ასევე, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მზადყოფნაშია 8 000 ჯარისკაცი.კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, ბერკუტი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. მედია ავრცელებს კადრებსაც, სადაც ტყვიები, მასრები და სხვა საბრძოლო მასალა ჩანს

“უკიდურესად შეშფოთებული ვარ უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენებითა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას. ძალადობა ვერასოდეს იქნება პოლიტიკური კრიზისის პასუხი”, – ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ყველა მხარეს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია.

უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს კეტრინ ეშტონი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი კიევში მოვლენების ძალადობრივ ესკალაციას გმობს.

“ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ. ძალის გამოყენება და ძალადობა არ არის პოლიტიკური კრიზისის პასუხი. ყველა ძალადობრივი ქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. ყველა პასუხისმგებელი პირი კი გასამართლდეს”, – ნათქვამია კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია. ვითარება უკრაინაში მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა ოპოზიცია არ მიიღო. იანუკოვიჩმა კლიჩკოს დიალოგზე უარი უთხრა, მიზეზად კი საკმაოდ მომქანცველი და გადატვირთული დღის განრიგი დაასახელა. აქციის მონაწილეების გაღიზიანება პრემიერის მუქარასაც მოჰყვა.

ქართული მხარე უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და იმედოვნებს, რომ ვითარება განიმუხტება. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მოვლენების მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის

 

Tags:

Image

იყიდება. ან იჯარიდ გაიცემა – 8 – ჰექტარი, საუკეთესო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი

იყიდება. ან იჯარიდ გაიცემა -  8 - ჰექტარი,  საუკეთესო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი

ავტორი დავით ცხვარაძე :

იყიდება. ან იჯარიდ გაიცემა საუკეთესო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი. თერჯოლის რაიონი საოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ,
ქუთაისიდან 5 კილომეტრის დაშორებით , ესაზღვრება მდინარე „ყვირილა „
500 მეტრში გადის ავტობანი. აქვს საუკეთესო მდებარეობა და შეიძლება გამოყენება სხვადასხვა საქმიანობებისათვის .

– თერჯოლის რაიონი საოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ,
ქუთაისიდან 5 კილომეტრის დაშორებით , ესაზღვრება მდინარე „ყვირილა „
500 მეტრში გადის ავტობანი. აქვს საუკეთესო მდებარეობა და შეიძლება გამოყენება სხვადასხვა საქმიანობებისათვის .

საკონტაქტო – ტ – 551 94 84 66 .

 

Tags: ,