RSS

Archives

Image

დეფილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში .

დეფილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში .

ავტორი დავით ცხვარაძე .

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნიუვერსიტეტის მთავარ ფოიეში, უნივერსიტეტის 80 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საინჟინრო -ტექნოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტენოლოგიის დეპარტამენტის პატრონაჟით, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სამოსის დეფილე მოეწყო.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა 7 დიზაინერის მიერ შექმნილი 30-ზე მეტი ნაციონალური სამოსი წარადგინეს.
დეფილეში 20 მოდელი იღებდა მონაწილეობას, ისინი წინასწარ ჩატარებული კონკურსის წესით შეიჩნენ. დეფილეში მონაწილე გოგონების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო მათი გამორჩეული ფიზიკური მონაცემები და წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი.
„დღეს, უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით გავმართეთ დეფილე, სადაც ჩვენი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, მათ წარადგინეს ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სამოსი, განახლებული კოლექციიდან, რომლის ნაწილი შარშანდელ დეფილეზე უკვე აჩვენეს მოდელებმა თეთრ ხიდზე გამართულ ჩვენებაზე. უკვე ტრადიციად იქცა უნივერსიტეტში მსგავსი სახის ღონიძიებები რასაც მივესალმებით“-განაცხადა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.
ნინო დოლიძის თქმით, გაზაფხულზე კიდევ ერთი ჩვენება გაიმართება.
ერთ-ერთი მოდელმა ნინო ლოსაბელიძემ განაცხადა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის წარდგენა, ხშრად ვიღებ მსგავს დეფილეებში მონაწილეობას და მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის სახელით გამოვდივარ“.

 

Tags:

Image

“საქართველოს სამეფო ოჯახი” განცხადებას ავრცელებს

ავტორი დავით ცხვარაძე .
“საქართველოს სამეფო ოჯახი” განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს საინფორმაციო სააგენტო moambe. გთავაზობთ.
“მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი – გიორგი, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და რომ ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში. ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ქართველ ხალხთან და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე ჩემი ოჯახის თავისუფლებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Tags:

Image

დღეს ქუთაისის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება .

დღეს ქუთაისის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება .

ავტორი დავით ცხვარაძე

ქუთაისის მოსახლეობა დღე სასმელი წყლის გარეშე დარჩა .მოსახლეობის უწყლოდ დარჩენის მიზეზი სარიაბილიტაციო სამუშაოები გახდა . რომელსაც, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ.როგორც აღნიშნულ სერვის-ცენტრში moambestan განმარტავენ საპროფილაქტიკო სამუშაოები, ყოველ თვეში ხორციელდება, რის გამოც, ქუთაისის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე მხოლოდ ერთი დღე რჩება.
ქუთაისის მოსახლეობას წყალმომარაგება ხვალიდან აღუდგება.

 

Tags:

Image

რა ინტიმურ კადრებს ავრცელებს საიტი? რომელიც facebok. . ის გვერდიდ ზიარგდება

რა ინტიმურ კადრებს ავრცელებს საიტი? რომელიც facebok. . ის გვერდიდ ზიარგდება

დაუდგენელია თუ ვინ ხმარობს ამ საიტს ? https://www.facebook.com

 

Tags:

Image

თემურს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება!!!

 თემურს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება!!!

ავტორი დავით ცხვარაძე .

ინფორმაციას Keti Mikadze ავრცელებს. დამეხმარეთ ამ ტექსტის და სურათის გავრცელებაში. თემურს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება!!!. ვაკეთოდ ერთად კეთილი საქმე.
23 წლის თეიმურაზ ნადირაშვილს სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება . მას ისრაელში ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო და ურთულესი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რადგან დაუდგინდა დიაგნოზი „ხოჩკინის ლიმფომა“. რისთვისაც 320 000 (სამას ოცი ათასი ) აშშ დოლარია საჭირო.
თემურ ნადირაშვილი 7 წელია ურთულეს მკურნალობის კურსს საქართველოში გადის თუმცა ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრისა და კლინიკა „ჰემა“-ში ჩატარებული ქიმიოთერაპიის კურსი უშედეგო აღმოჩნდა.
23 წლის ახალგაზრდას სიცოცხლის გადასაჩნად „საქართველოს ბანკში“ სპეციალური ანგარიში უკვე გახსნილია და მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ლარის ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:
ბანკის ანგარშის ნომერი : GE 52 BG 000 000 070 894 9400
მობილურის ნომერი : 0 901 700 320
ყველა მობილური ოპერატორიდან ზარის ღირებულებაა 1 ლარი. წინასწარ უღრმესი მადლობა .

 

Tags:

Image

ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოქ. თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო.

ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოქ. თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო.

ავტორი დავით ცხვარაძე .

11 ნოემბერს ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოქ. თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო.
ძაღლის მფლობელი შოკირებულია ლეილა კიკნაველიძემ თხოვნიდ პროკურატურას მიმართა საქმე აღიძრას სისხლის სამართლის 259-ე მუხლით და დამნაშავე დაისაჯოს..

 

Tags: , ,

Image

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ავტორი დავით ცხვარაძე .

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს ბოლო კვირეულოს ფარგლებში ჩატარდა. მასში ძირითადად პირველკურსელები მონაწილეობდნენ.

სტუდენტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ასევე, მათ მიერ ნათარგმნი ნაწარმოებები გააცვნეს საზოგადოებას.

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემსაინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა ..“ძალიან მრავალფერობანი იქნება იუბილეს ეს ბოლო კვირა, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, გვექნება უნივერსიტეტის ჰიმნის პრეზენტაცია, შეხვედრა ამაგდარ თანამშრომლებთან და ა.შ.“

შალვა კირთაძის თქმით, კვირეული კლასიკური, საესტრადო და ხალხური მუსიკის კონცერტით დასრულდება, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას.

 

Tags: ,

Image

საფინანსო კომისიის თავმჯდომარე: „ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი თვალითაც არ მინახავს“

საფინანსო კომისიის თავმჯდომარე: „ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი თვალითაც არ მინახავს“

ავტორი დავით ცხვარაძე

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში საფინანსო–სარევიზიო კომისიის გვერდის ავლით შეიტანეს. ბიუჯეტი, რომელსაც უკვე ფრაქციებსა და კომისიებში განიხილავენ, საფინანსო კომისიაში ამ დრომდე არ უნახავთ. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც ბიუჯეტის პროექტი უნდა შეესწავლა, ის არის, თუმცა, მას პროექტი არც კი უნახავს.

„შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ თვალითაც არ მინახავს ბიუჯეტის პროექტი. „ფეისბუქით“ ვიგებ, რომ, თურმე მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 42 მილიონი ლარია და რომ ინფრასტრუქტურა ყოფილა პრიორიტეტი. მე ასეთ ბიუჯეტს არ მივიღებ. ჰკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რატომ არ მოვიდა ბიუჯეტის პროექტი ჩემამდე? “, -ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისთვის კომისიის თავმჯდომარის პრეტენზია გაუგებარია. მარგველაშვილი მიიჩნევს რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„მე ვერ გავიგე ბატონი გოგიტას კომენტარი, ვერ ვხვდები, რას გულისხმობს იგი. ბიუჯეტის პროექტის განხილვა პროცედურულად სწორად მიმდინარეობს. პროექტი შემოვიდა 15-ში და კომისიების მიხედვით მისი დარიგება დღეიდან იწყება“,- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.

გოგიტა გოგელაშვილი კი ბიუჯეტზე რეკომენდაციის გაწევას არ აპირებს, რის გამოც არ არის გამორიცხული, პროექტი ჯერ საკრებულოს, შემდეგ კი მერიას დაუბრუნდეს, რაზეც მარგველაშვილი ამბობს, რომ ერთი დეპუტატის სურვილი ბიუჯეტის პროექტის უკან დასაბრუნებლად საკმარისი არ არის.

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად გასულ კვირას შევიდა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 42168000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურაა.

 

Tags:

Image

ქუთაისის 1 საჯარო სკოლიდან დღეს სასწრაფო დახმარებამ 2 მოსწავლე მოწამვლის ინტოქსიკაციიდ წაიყვანა

ქუთაისის 1 საჯარო სკოლიდან დღეს სასწრაფო დახმარებამ 2 მოსწავლე მოწამვლის ინტოქსიკაციიდ წაიყვანა

არასრულწლოვნების მოწამვლის მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია .
გავრცელებული ინფორმაციიდ ბავშვებმა ბუფეტში ხაჭაპური იყიდეს.რაც ბავშვების მოწამვლის მიზეზი გახდა .
თუმცა სხვას ამბობს კლასის ხელმძღვანელი. რომლის სახელ და გვარს საგანგებოდ არ ვასახელებთ . ბავშვები ორი დღის განმავლობაში სიცხიანი დადიოდნენ სკოლაში. ეს უბრალოდ ვირუსია და სხვა არაფერი . ჩვენც პედაგოგებიც მივირთმევთ ბუფეტში მაგრამ ჩვენ არაფერი არ დაგვმართია .განაცხდა კლასის ხელმძღვანელმა

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლიდან სასწრაფო დახმარებამ ორი არასრულწლოვანი ბავშვი მოწამვლის ინტოქსიკაციიდ სავაადმყოფოში გადაიყვანა. მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

 

Tags:

Image

მის იმერეთი 22 წლის თამუნა სამხარაძე გახდა

მის იმერეთი 22 წლის თამუნა სამხარაძე გახდა

მის იმერეთი 22 წლის თამუნა სამხარაძე გახდა.

 

Tags: