RSS
Image

ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი ხატია ვედმედევა ქუთაისელი ბიზნესმენის, სერგო ჩივაძის ცემასთან კავშირს უარყოფს.

23 Nov

ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი ხატია ვედმედევა ქუთაისელი ბიზნესმენის, სერგო ჩივაძის ცემასთან კავშირს უარყოფს.

ავთორი დავით ცხვარაძე .

ვედმედევას განცხადებით, მას მომხდარ დაპირისპირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ცილისწამებისთვის კი აპირებს ჩივაძეს სასამართლოში უჩივლოს.
„სამწუხაროა, რომ დღეს ამ ფაქტზე მიწევს კომენტარის გაკეთება, არანაირი კავშირი არ მაქვს მომხდართან, ტელეკომპანია „ქუთაისის“ დამფუძნებელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს, სერგო ჩივაძე კი მხოლოდ ერთხელ მინახავს. მე მივიღე ძალიან დიდ მორალური ზარალი, ამიტომ ვაპირებ, სერგო ჩივაძესთან სასამართლო დავაში შევიდე და ცილისწამებისთვის მისი პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვო“-აღნიშნა ხატია ვედმედევამ.შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისითუდეის“ მფლობელმა სერგო ჩივაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლადდაფუძნებული ტელეკომპანია „ქუთაისის“ ერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩივაძის განცხადებით, ინციდენტი გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე „ჯაზარტეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ჩივაძისავე განცხადებით, მასზე თავდასხმა ქუთაისის საოპერო თეატრის გენარალური დირექტორის , ხატია ვედმედევას სახელს უკავშირდება

 

Tags: ,

Leave a comment