RSS

Tag Archives: თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა.

Image

თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა.

თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა.

ავტორი დავით ცხვარაძე :

თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

შსს-მ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც წერია რომ დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დავით გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე მეგობრის საცხოვრებელი სახლის მარანში ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1992 წელს დაბადებულ გიგა ოჩიგავას ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თბილისის ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 14 თებერვალს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

Tags: