RSS

Tag Archives: „მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს

Image

„მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს, მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“

„მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს,  მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“

ავტორი დავით ცხვარაძე .

„მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს, მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“ – ასე გამოეხმაურა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ფოთის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, დარეჯან ცხვიტარიას, ცილისმწამებლურ განცხადებას.

„მე მოვისმინე ჩანაწერი გუშინ და ახლა მინდა ვუპასუხო ამ მატყუარა, ძალიან უპასუხისმგებლო ქალბატონს, რომელიც ძალიან უღირსი განცხადებებით გამოირჩევა. საკრებულოს წევრია და მხოლოდ ამიტომ ვუპასუხებ, თორემ არ ვუპასუხებდი, იმიტომ რომ არ ვთვლი მე მას პასუხის ღირსად. რადგანაც საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მსგავსი რამის უფლება მისცა თავის თავს. განაცხადა, თურმე დეპუტატი ფულს აკეთებს. კეთილს ინებებს, მე ამას მოვითხოვ საჯაროდ, მოიტანს კონკრეტულ ფაქტს სასამართლოში იმიტომ, რომ ეს ადამიანები მიეჩვივნონ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გამონათქვამებს. მე მოვითხოვ დასაბუთებას. ეს ძალიან პრინციპული საკითხია ჩემთვის. რაც შეეხება ბიზნესს, ვინმემ ერთი ბიზნესმენი დაასახელოს, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ დატერორდა. ჩვენი ხელისუფლების ხელში ბიზნესმა ამოისუნთქა. ცხვიტარია წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ატერორებდა ბიზნესმენებს ამ ქალაქში. თვითონ ფოთელები მოყვებიან რამდენი ბიზნესმენი იყო ახალაიას კაბინეტში დაბარებული და რამდენი მილიონები აქვთ სპეც-ფონდებში შეტანილი. ეს ის ცხვიტარიაა, რომელიც იმ ძალას წარმოადგენს, რომელმაც ააწიოკა საქართველო, მათ შორის აწიოკებული იყო ფოთი. მტკიცებულებები მოიტანოს და სასამართლოში დადოს, მას მოუწევს პასუხი აგოს ამ უტიფარ ტყუილზე“.

აღნიშნული ბესელიამ „მეცხრე ტალღაზე“, თოქ-შოუ „თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

Tags: ,