RSS

Tag Archives: ქუთაისში ფალიაშვილის 16–ნომერში ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

Image

ქუთაისში ფალიაშვილის 16–ნომერში ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

ქუთაისში  ფალიაშვილის 16–ნომერში   ერთდროულად 4 კომერციული ობიექტი გაძარცვეს

ავტორი დავით ცხვარაძე .

ქუთაისში, ფალიაშვილის 16–ში არსებული 4 კომერციული ობიექტი: სასურსათო, ვალუტის პუნქტი, მობილურებისა და ციფრული ტექნიკის განყოფილებები გაძარცვეს. ძარცვის შედეგად მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სურსათი. მძარცველებმა მაღაზიაში შესვლამდე შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალები მოხსნეს და მაღაზიაში ერთ–ერთი სათავსოდან შევიდნენ.
წინასწარი ინფორმაციით ძარცვის შედეგად გატანილია 16 მობილური ტელეფონი და 14 ციფრული ვიდეოკამერა, რომელთა საერთო ღირებულება 2500 ლარია.
მძარცველებმა 300 ლარამდე ღირებულების სურსათი გაიტანეს სასურსათო განყოფიელბიდან.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

Tags: