RSS
Image

ინციდენტი სოჭის ოლიმპიადაზე

08 Feb

ინციდენტი სოჭის ოლიმპიადაზე

ავტორი დავით ცხვარაძე :

ინციდენტი სოჭის ოლიმპიადაზე – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის შემადგენელ ნაწილად ამჯერად ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენის აკრედიტაციაზეა მოხსენიებული.
ბეიჯზე, რომელიც ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, მოთხილამურე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილად – გალის რაიონი, აფხაზეთის რესპუბლიკაა მითითებული, ამავე გრაფაში წერია რუსეთიც.

მარიკა პერტახია სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდის. ის თავისუფალი სტილით მოთხილამურეა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი. კომიტეტის გენერელური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, რომელიც ამჟამად სოჭში იმყოფება, “მოამბესთან” სატელეფონო ინიტერვიუში აცხადებს, რომ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი უზუსტობის შესახებ უკვე საქმის კურსშია.
წყარო. .მოამბე.

 

Tags:

Leave a comment