RSS
Image

ნგრევის შედეგად ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი დაზიანდა,

08 Feb

ნგრევის შედეგად ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი დაზიანდა,

ავტორი დავით ცხვარაძე :

ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, “ბიკენტიას საქაბაბეს” წინ კედლის საფარი ჩამოინგრა

ნგრევის შედეგად ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი დაზიანდა, რომელიც მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ სავადმყოფოში გადაიყვანა..
თვითმხილველთა თქმით, ბიჭები შენობასთან ლობიანის საყიდლად მივიდნენ რა დროსაც კედლის საფარი ჩამოიშალა, მათივე თქმით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა, რამაც დაზარალებული 18 წლის ბიჭის მდგომარეობა უფრო გაართულა.

გიორგი კოპალიანი. „ როდესაც მეგობრებმა საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვედით იქვე ახლოს ბიკენტიას საქაბაბეს წინ ლობიანის საყიდლად მივედით რა დროსაც მოხდა კედლის საფარის ჩამოშლა. მე ბეჭზე მომხვდა, მას კი სამწუხაროდ თავში, რამაც მძიმე მდგომარეობა გამოიწვია. ჩემი მეგობარი ლაშა სავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობით ამწუთებში . გადარჩენის შესახებ ექიმები იმედს არ იძლევიან, ექიმების თქმით ქალა ტვინის დაზიანებები და თავის ძვლის მოტეხილობებები აღენიშნება. ასევე საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია .რის გამოც პაციენტი კლინიკურ სავადმყოფოდან ოჯახის მოთხოვნით ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაჰყავთ .

 

Tags:

Leave a comment