RSS
Image

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

08 Feb

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ავტორი დავით ცხვარაძე :

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

დღეს ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში შენობის ფასადი ჩამოინგრა, რამაც მძიმედ დააზიანა 18 წლის ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.

მურღულიას თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენებული, რეაბილეტირებული შენობა-ნაგებობები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.
მათ უნდა გაიხსენონ თბილისის იუსტიციის სახლის ჩამონგრეული სახურავი,
სხვადასხვა ქალაქებში უხარისხოდ რეაბილიტირებული უბნები და შექმნილი პრობლემები.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აუცილებელია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“პასუხისმგებლობა აიღოს. ”

 

Tags:

Leave a comment